ლევან ბეჟაშვილი - ლუსტრაცია იქნება კენჭისყრები, თუ რამდენად გულწრფელია „ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ არ სურთ ომბუდსმენის კანდიდატის დაბლოკვა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს

პარლამენტში მიდის ღია პროცესი, რომელიც საზოგადოებას აჩვენებს და თვითლუსტრაციას ახდენს როგორც კანდიდატების, ასევე მმართველი ძალის, თუ რა ინტერესები აქვს მას რეალურად - კიდევ ერთი ლუსტრაცია იქნება კენჭისყრები, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატმა ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის არჩევის პროცესთან დაკავშირებით ნინო ლომჯარიას განცხადებას გამოეხმაურა.

მისი თქმით, კენჭისყრა გამოაჩენს, რამდენად გულწრფელია „ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ მზად არის ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭიროს მხარი.

„ბუნებრივია, არის გარკვეულად, მიუღებელი კითხვებიც, მაგრამ არის პასუხებიც, სადაც ჩანს, რომ კანდიდატები ართმევენ თავს ამ უხერხულ კითხვებს და საკმაოდ კარგ პასუხებსაც სცემენ.

ვფიქრობ, უახლოეს პერიოდში კიდევ ერთი ლუსტრაციის ფაქტი იქნება კენჭისყრები, თუ რამდენად გულწრფელია "ქართული ოცნება" საკუთარ განაცხადში, რომ არ სურთ სახალხო დამცველის კანდიდატის დაბლოკვა და ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს დაუჭერენ მხარს. ამ შემთხვევაში, გამოჩნდება ის კანდიდატურაც, რომელიც რეალურად „ქართული ოცნების" ინტერესებისთვის შეიძლება იყოს შემოტანილი,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

რაც შეეხება "ქართული ოცნების" მიერ კანდიდატებისთვის მათ პოსტებთან დაკავშირებული კითხვების დასმას, ბეჟაშვილი აცხადებს, რომ შესაძლოა, იყოს უხერხული და არაკორექტული კითხვებიც, მაგრამ ამაში პრობლემას ვერ ხედავს და აცხადებს, რომ „კენჭისყრის პროცედურები კიდევ ერთ ლუსტრაციას მოახდენს".

„მე ვერ ვხედავ პრობლემას, რადგან როგორც "ქართული ოცნების" წარმომადგენლები სვამენ უხერხულ კითხვებს, შეიძლება არაკორექტულსაც, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლებიც ვსვამთ აქტუალურ საკითხებზე კითხვებს. მთავარი ეს არ არის, მთავარი არის, რომ რა პოლიტიკური მოტივაციით ხდება ამ კითხვების დასმა და კანდიდატებზე პოლიტიკური წნეხის მოხდენა. მთავარი არის ის, რომ კენჭისყრების პროცესი გამოავლენს რამდენად გულწრფელია "ქართული ოცნება" წინასწარ გაცხადებულ საკითხში, რომ მხარს დაუჭერენ ოპოზიციის მიერ წარმოდგენილ კანდიდატს,"- განაცხადა ბეჟაშვილმა.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის კრიტიკული განცხადებების გახსენება გზავნილია ყველასთვის, რომ თუ ოდესმე რაიმე თანამდებობის დაკავებას გადაწყვეტს, მას მისი კრიტიკული განცხადებები წინ დახვდება.

„ისეთი ადამიანის ყოფნა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, რომელიც სრულიად სტერილურია მიმდინარე მოვლენების, მათ შორის პოლიტიკური მოვლენების მიმართ და არასდროს ჰქონია კრიტიკული მოსაზრება, რომლის გამოხატვის სურვილიც გასჩენია საჯაროდ, ცოტა არ იყოს საშიში ფენომენი მგონია,"- აღნიშნა ლომჯარიამ.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ოპოზიცია მომგებიან პოზიციაშია, ის ეყრდნობა პროდასავლურ სულისკვეთებას და ევროპულ ტრენდზე დაბრუნების გარანტიას აძლევს მოსახლეობას, დღეს ეს ძალიან მნიშვნელოვანია, შეიძლება - გადამწყვეტიც
რამაზ საყვარელიძე - თუ დასავლეთი არ აღიარებს არჩევნებს, ის საქართველოს დაკარგავს და შანსია, რომ გადაულოცავს ბრიქსს, დასავლეთის მხრიდან ეს იქნება შეცდომა, რაც, წესით, დასავლეთმაც უნდა იცოდეს
ქართული პრესის მიმოხილვა 21.10.2024
ელექტრონული არჩევნები საქართველოში - რა უნდა ვიცოდეთ მოახლოებული არჩევნების შესახებ?
„ჯიპიაი ჰოლდინგის“ მობილური აპლიკაცია სრულად განახლდა: მიიღე სადაზღვევო მომსახურება ონლაინ, უფრო სწრაფად და კომფორტულად
კახა ოქრიაშვილი - იმაზე მეტი თუ არა, იმდენივე ადამიანი მაინც იყო მარშზე, რამდენიც ბატონმა ივანიშვილმა 2012 წელს იგივე ადგილას გამოიყვანა ყალბი დაპირებებით!
„მთავარი არხის“ დირექტორი გიორგი ქურდაძე ნიკა გვარამიას ღია წერილით მიმართავს
სასტუმრო „სანსეტ შოვი“ - სადაზღვევო კომპანია შოვში სტიქიით დაზარალებულ „სანსეტ შოვს“ ანაზღაურებას არ უხდის
შპს „ბრიტანულ-ქართული აკადემიის“ დამფუძნებლისა და დირექტორის ნათია ჯანაშიას პასუხი ინვესტორის განცხადებაზე
თბილისში, „ზღვისუბნის პარკის“ სამშენებლო და კეთილმოწყობის სამუშაოები დასრულდა
სამშენებლო კომპანია „ანაგი“ ამერიკის სავაჭრო პალატის წევრი გახდა