გიორგი კახიანი - ვხედავდით, რომ ომბუდსმენი ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების ნარატივში ჯდებოდა, ამის გამოძახილიცაა ის კითხვები, რომელიც დღეს კანდიდატებთან მიმართებით ისმება

ვხედავდით, რომ ომბუდსმენი ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების ნარატივში ჯდებოდა, ამის გამოძახილიცაა ის კითხვები, რომელიც დღეს კანდიდატებთან მიმართებით ისმება, - ამის შესახებ უმრავლესობის დეპუტატმა გიორგი კახიანმა ჟურნალისტებთან სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადების კომენტირებისას აღნიშნა.

მისი თქმით, სახალხო დამცველმა სამართლებრივ ჭრილში უნდა გააკეთოს განცხადებები და თუკი პოლიტიკურ ნაწილს შეეხება, კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების ნარატივში არ უნდა ჯდებოდეს.

„ქალბატონი ლომჯარიას პასუხად ვიტყოდი, რომ გარკვეულწილად ასეთი ფონი მისმა არასწორმა დამოკიდებულებამაც შექმნა იმ თვალსაზრისით, რომ ბოლო პერიოდში დავინახეთ მის განცხადებებში ხშირი პოლიტიკური აქცენტები, ვხედავდით, რომ აშკარად ოპოზიციური რადიკალური ჯგუფების ნარატივში ჯდებოდა, ამის გამოძახილიც არის ვფიქრობ ის კითხვები, რომელიც დღეს კანდიდატებთან მიმართებით ისმება.

სახალხო დამცველი უნდა იყოს პოლიტიკურად სრულიად ნეიტრალური და უნდა ემორჩილებოდეს კანონს, გადაწყვეტილებებს იღებდეს ისე, როგორც კონსტიტუცია და ადამიანის უფლებები კარნახობს. მისი ზედმეტი ჩართულობა პოლიტიკაში გარკვეულ შედეგებს წარმოშობს“, - განაცხადა კახიანმა.

ცნობისათვის, „პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" ნინო ლომჯარიამ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ წევრების მიერ სახალხო დამცველობის კანდიდატებისთვის კრიტიკული განცხადებების გახსენება გზავნილია ყველასთვის, რომ თუ ოდესმე რაიმე თანამდებობის დაკავებას გადაწყვეტს, მას მისი კრიტიკული განცხადებები წინ დახვდება.

"ისეთი ადამიანის ყოფნა სახალხო დამცველის თანამდებობაზე, რომელიც სრულიად სტერილურია მიმდინარე მოვლენების, მათ შორის პოლიტიკური მოვლენების მიმართ და არასდროს ჰქონია კრიტიკული მოსაზრება, რომლის გამოხატვის სურვილიც გასჩენია საჯაროდ, ცოტა არ იყოს საშიში ფენომენი მგონია,"- აღნიშნა ლომჯარიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო