ლევან იოსელიანი ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე - სკოლაში გვასწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება, სამივე მონათესავე სულები არიან - ასეთი გაერთიანებები შედეგს არ იძლევა

უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთი გაერთიანებები არანაირ შედეგს არ იძლევა, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ პარტიების “გირჩი-მეტი თავისუფლების“, “სტრატეგია აღმაშენებლისა“ და “დროას“ გაერთიანების თაობაზე საუბრისას განაცხადა.

ლევან იოსელიანის თქმით, სამივე - გიორგი ვაშაძე, ზურაბ ჯაფარიძე და ელენე ხოშტარია ერთი წიაღიდან არიან გამოსული და „მონათესავე სულები“ არიან.

„ჯერ კიდევ სკოლაში გვასწავლეს, რომ შესაკრებთა გადანაცვლებით ჯამი არ იცვლება. ჩემი აზრით, ამ შემთხვევაშიც ამასთან გვაქვს საქმე, რადგან საბოლოო ჯამში ეს სამივე ადამიანი მონათესავე სულები არიან, ერთი წიაღიდან მოდიან. ადამიანებს, ვისაც ცვლილებები სურს, არ სჯერა, რომ ესა ხალხი, ვინც ერთი წიაღიდან მოდის, რომლებიც ხან ერთიანდებიან, მერე იშლებიან, მათ შეუძლიათ რაღაც სერიოზული ცვლილებები გამოიწვიონ ამ ქვეყანაში. ჩვენ ხომ ვნახეთ თვითმმართველობის არჩევნებზე რამდენი პარტია გაერთიანდა, სხვებიც კი დაიმატეს, მაგრამ ამან იქონია ის ეფექტი, რაც უნდა ჰქონოდა? მით უმეტეს დაანონსებული იყო რეფერენდუმი და რაღაც ათასი სიგიჟე კიდევ. ხომ არ გამოვიდა? ამიტომ უკვე გვაქვს გამოცდილება, რომ ასეთი გაერთიანებები არანაირ შედეგს არ იძლევა. ეს ადამიანები ყველანი რომ „ნაციონალურ მოძრაობაში“ დაბრუნდნენ ისევ ან „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ამათ დაემატოთ, საბოლოო ჯაში მათი ამომრჩეველი არ გაიზრდება. ეს არის შეზღუდული ამომრჩეველი, რომელსაც ერთმანეთში თუ გადაინაწილებენ თორემ დამატების რესურს მე ვერ ვხედავ“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

ლევან იოსელიანის თქმით, საუბრები ცვლილებებზე, ცხელ შემოდგომასა თუ რევოლუციაზე მხოლოდ ხმამაღალი განცხადებებია.

გიორგი ვაშაძე უკვე წლებია აანონსებს ხან რაღაც ცვლილებებს, ხან ცხელ შემოდგომებს, რევოლუციებს, მაგრამ საბოლოო ჯამში ეს არის მხოლოდ ხმამაღალი განცხადებები. სამწუხაროდ, ჩვენი პოლიტიკის დამახასიათებელი თვისება არის ის, რომ ხმამაღალი განცხადებების იქით არასოდეს საქმე არ მიდის. საგამოძიებო კომისიები დაანონსდა, ორი კვირა მედია მარტო ამაზე ლაპარაკობდა, სხვა საერთოდ თემა არ იყო, რომ მოვლენ საგამოძიებო კომისიის ავტორები დაუსვით კითხვა, რას შვება ეს საგამოძიებო კომისია?“, - განაცხადა ლევან იოსელიანმა.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს ხელისუფლება საქართველოს ხელისუფლებასთან შევიდა სერიოზულ დაპირისპირებაში და მისი შედეგი არ იქნება ისეთი მარტივი და ტრივიალური, როგორიც არჩევნებამდე  ივანიშვილს  ეგონა
კახა გოგოლაშვილი - ევროკომისიის გაფართოების ანგარიშით საქართველოს არანაირი შანსი არ აქვს ევროკავშირში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
ქართული პრესის მიმოხილვა 31.10.2024
თიბისის და Atlassian-ის პარტნიორობა გრძელდება: როგორ იყენებს თიბისი ტექნოლოგიურ სიახლეებს პროცესების გაუმჯობესებისა და გამარტივებისთვის
თიბისის კამპანია: სარეკლამო ბანერების ახალი სიცოცხლე გრძელდება
„კარფურის“ ბრენდ ფესტივალი უკვე დაიწყო - ისარგებლე 50%-მდე ფასდაკლებით 50 ბრენდზე და არ გამოტოვო ათასობით პრიზის მოგების შანსი
„ბორჯომი“ Zenith Global Water Drinks Awards 2024-ის გამარჯვებულია - „ბორჯომის“ ქილის ახალი შეფუთვა საუკეთესო დიზაინად დასახელდა
ღვთისმშობლის წილხვედრი საქართველოს ხატის ასლი და მამა გაბრიელის წმინდა ნაწილები იტალიაში - დაგეგმილია ემიგრანტებთან შეხვედრა და ღვთისმსახურება
სამზარეულოს ტექნიკა: ფუნქციურობა და დიზაინი ერთ სივრცეში