იაგო ხვიჩია ვაშაძე-ჯაფარიძე-ხოშტარიაზე - ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა - ვგულშემატკივრობთ, რომ დროზე გაერთიანდნენ, რადგან საზოგადოებას ერთმანეთში ვეშლებით ჩვენ და „გირჩი - მეტი თავისუფლება“

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალური მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად , - ამის შესახებ „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, იაგო ხვიჩიამ განაცხადა, „სტრატეგია აღმაშენებლის" „გირჩი - მეტი თავისუფლებისა“ და ელენე ხოშტარიას "დროას" საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმების საკითხის შეფასებისას.

როგორც იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ აღნიშნა, აღნიშნულ გაერთიანებას „გირჩი“ გულშემატკივრობს, რადგან მისი პარტია „გირჩი - მეტ თავისუფლებაში“ ხშირად ეშლებათ და ამაზე „ღელავენ“.

ხვიჩიას თქმით, მიდის მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველზე ნადირობა, რაც არ გამოუვათ.

იაგო ხვიჩია ამომრჩეველს მოუწოდებს „გირჩს“ მიაქციოს ყურადღება.

„სექტემბერმა უჩვეულოდ მშვიდად ჩაიარა, თორემ აგვისტოში განაცხადეს, რომ სიტუაციის რადიკალიზაცია მოხდებოდა, რაც არის მიხეილ სააკაშვილის ამომრჩეველზე მუშაობა. თუ მიხეილ სააკაშვილი წავა ქართული პოლიტიკიდან, ბევრ ადამიანს გაუჩნდება შანსი, ეს ხმები ვიღაცასთან ხომ უნდა წავიდეს?! - ამიტომ, ბუნებრივია, ამ ხალხის მხრიდან მიხეილ სააკაშვილის ამომრჩევლებზე ნადირობა. მე მგონია, რომ არ გამოუვათ. ჩემი აზრით, ეს ხალხი არ არის მიხეილ სააკაშვილის ჩამნაცვლებლები. სააკაშვილის თვისებების ერთობლიობა ჰქონდა. ამომრჩეველს მოვუწოდებდი, რომ ჩვენ მოგვაქციონ ყურადღება. მიხეილ სააკაშვილიც კი ფიქრობს ახალი ცხოვრების დაწყებაზე და მე ამ ადამიანებს მოვუწოდებდი, მათაც იფიქრონ ახალი ცხოვრების დაწყებაზე. ახალი ცხოვრების დაწყება არ ნიშნავს სააკაშვილის მსგავსის მოძებნას. მიხეილ სააკაშვილი ერთადერთია, მისი მსგავსი არავინ გვყავს. მე რომ დავიწყო მცდელობა მიხეილ სააკაშვილის ჩანაცვლების ეს სასაცილო იქნება, ჩემს შემთხვევაშიც და სხვა ადამიანის შემთხვევაშიც. საკუთარი განცხადებებით „ნაცზე“ „ნაცი“ იყო , შეიძლება რაღაც შედეგი მოიტანოს, მაგრამ მოგებას არ მოიტანს. მოგების გზა არის „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩევლის წამოყვანა. განსხვავებული იდეის გაჩენა ცვლის თამაშს, რომელსაც ყურადღებას მიაქცევს „ქართული ოცნების“ ყოფილი ამომრჩეველი, ასევე „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი ამომრჩეველი.

მე ამ ეკლექტური სამეულის არ მჯერა, რთულად წარმოსადგენია, რომ ისინი ხალხმა წარმოიდგინოს „ნაციონალურ მოძრაობის“ უფლებამონაცვლეებად. არ გამოვრიცხავ, რომ სწორი კამპანიის დაგეგმვის შემთხვევაში ბარიერი გადალახონ, მაგრამ მიშას შემცვლელები ვერ იქნებიან. ჩვენ ვგულშემატკივრობთ, რომ დროზე გაერთიანდნენ, იმიტომ რომ საზოგადოებას ერთმანეთში ვეშლებით, ჩვენ და „გირჩი მეტი თავისუფლება“. ხალხს ერთმანეთში რომ არ შევეშალოთ ამაზე ვღელავთ, ამიტომ ვგულშემატკივრობთ ამ გაერთიანებას“,- განაცხადა ხვიჩიამ.

ცნობისთვის, „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ერთ პარტიად ჩამოყალიბებაზე საუბარი არ არის და 3 პოლიტიკური ძალა საერთო სამოქმედო გეგმაზე შეთანხმდა.

ავთანდილ წულაძე - ტრამპს, პეკინის საპასუხოდ გარდა იმისა, რომ ევროპას და უკრაინას დაეხმაროს, სხვა სვლა აღარც აქვს დარჩენილი
ანდრო გოცირიძე - ხელისუფლების დაკარგვის შიშით „ქართულმა ოცნებამ“ პროდასავლური კურსი შეცვალა, ორიენტაცია დათმო, დემოკრატიას ძირი გამოუთხარა და რუსული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობას შეუდგა
ქართული პრესის მიმოხილვა 04.09.2025
„თიბისიმ“ აზიის განვითარების ბანკის „ვაჭრობისა და მიწოდების ჯაჭვის დაჯილდოებაზე“ სამი ჯილდო მოიპოვა
1200 ადამიანზე გათვლილი საკონცერტო დარბაზი წინანდალში - „სილქ როუდ ჯგუფი“ ახალ პროექტს აანონსებს
ბაზისბანკი სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის ოფიციალური სპონსორია | კინოფესტივალს მესტია წელს მეხუთედ უმასპინძლებს
სილქნეტის წარდგენით წინანდლის ფესტივალის მეშვიდე სეზონი გაიხსნა
Porsche-ს ქართველი ენთუზიასტებისთვის დახურული Nürburgring Nordschleife