ნენსი პელოსის ქმარს საკუთარ სახლში უცნობი პირი თავს დაესხა

ნენსი პელოსის ქმარს საკუთარ სახლში უცნობი პირი თავს დაესხა

აშშ-ის კონგრესის წარმომადგენელთა პალატის სპიკერის, ნენსი პელოსის ქმარს პოლ პელოსის მის სახლში უცნობი პირი თავს დაესხა. ინფორმაციას ამის შესახებ ნენსი პელოსის წარმომადგენელი ავრცელებს.

“დღეს დილით ადრე, თავდამსხმელი შეიჭრა პელოსის რეზიდენციაში სან-ფრანცისკოში და ძალადობრივად გაუსწორდა ბატონ პელოსის. თავდამსხმელი დაკავებულია და თავდასხმის მოტივი დგინდება. პელოსი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესანიშნავ სამედიცინო დახმარებას უწევენ და მოსალოდნელია მისი სრული გამოჯანმრთელება. სპიკერი [ნენსი პელოსი] იმ დროს არ იმყოფებოდა სან-ფრანცისკოში”, - წერია ნენსი პელოსის წარმომადგენლის განცხადებაში.