დმიტრო კულება აცხადებს, რომ ბირთვული შანტაჟით პუტინი ცდილობს კარიბის კრიზისში საბჭოთა კავშირის წაგებისთვის შური იძიოს

ბირთვული შანტაჟით პუტინი ცდილობს კარიბის კრიზისში საბჭოთა კავშირის წაგებისთვის შური იძიოს. ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა დმიტრო კულებამ განაცხადა.

მისი თქმით, ბირთვული შანტაჟის მეშვეობით პუტინი ცდილობს კარიბის კრიზისის გამეორებას, საბჭოთა კავშირის წაგებისთვის შურის ძიებას და აშშ-ის მოლაპარაკებებისთვის პროვოცირებას.

“მთელი ეს ისტორია ერთ-ერთ მიზნად მართლაც [აშშ-ის] საუბარზე გამოწვევას ისახავს. რადგან ბაიდენი თავად არ მოდის სასაუბროდ, ცდილობენ მის პროვოცირებას, ამ თამაშში ჩართვას და დემონსტრირებას, თითქოს რუსეთი შეერთებულ შტატებთან ერთად წყვეტს მსოფლიოს ბედს, ანუ თავად რომ საფეხურით მაღლა ავიდნენ და ამერიკელები აიძულონ საფეხურით დაბლა ჩამოვიდნენ”, - აღნიშნა კულებამ.

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ასევე განაცხადა, რომ “ბინძური ბომბის” ისტორიას თავისი გაგრძელება ექნება და აღნიშნა, რომ უკრაინამ შეძლო მის მიმართ ეჭვებისთვის წინააღმდეგობა გაეწია.

მისი თქმით, პუტინი “გიჟი” საბჭოური ლიდერის ნიკიტა ხრუშჩოვის 1962 წლის კარიბის კრიზისის სტრატეგიას იმეორებს, ანუ “საიდუმლოდ დატოვოს, რამდენად შორს შეუძლია წასვლა და შთაბეჭდილება შექმნას, თითქოს მზადაა სრულიად მოულოდნელი ქმედებებისთვის”.

“რადგან ის ძალიან მიჯაჭვულია ისტორიულ კომპლექსებსა და წარმოსახვებთან, იგი კვლავ იმეორებს გიჟის სტრატეგიას, ეს კონფლიქტური მესიჯები “შეგვიძლია გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი - არ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბირთვული იარაღი” გიჟის ეფექტს იმეორებენ”, - თქვა კულებამ.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო