თეონა აქუბარდია - მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო „სტრატეგია აღმაშენებელი“

თეონა აქუბარდია „სტრატეგია აღმაშენებელს“ ტოვებს, თუმცა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის "რეფორმების" შემადგენლობაში რჩება. ამის შესახებ თეონა აქუბარდია „ფესიბუქზე“ წერს.

როგორც აქუბარდია წერს, მისი გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" საპარლამენტო მუშაობისგან დისტანცირებით.

მისი თქმით, ამან არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები მასსა და პარტიის პოზიციებს შორის.

„მივიღე გადაწყვეტილება დავტოვო პარტია „სტრატეგია აღმაშენებელი“, თუმცა ვრჩები საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის რეფორმების შემადგენლობაში, სადაც პარტია "სტრატეგია აღმაშენებელთან" ერთად წარმოდგენილია "რესპუბლიკური პარტიის" ლიდერი და დამოუკიდებელი დეპუტატი. პარლამენტის წევრი „სტრატეგია აღმაშენებლის“ სიით გავხდი, თუმცა რაიმე პარტიული თანამდებობა პარტიაში არ მქონია დაკავებული.

ჩემი პრინციპული პოზიციაა, რომ პარლამენტის წევრი აქტიურად უნდა იყოს ჩართული საპარლამენტო მუშაობაში სხვა ოპოზიციონერ კოლეგებთან ერთად, განსაკუთრებით კი ქვეყნისთვის უაღრესად კრიტიკულ დროს, როდესაც საკითხი ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის ევროპული რეკომენდაციების განხორციელებას ეხება.

შესაბამისად, ჩემი ეს გადაწყვეტილება განპირობებულია ბოლო პერიოდში "სტრატეგია აღმაშენებელის" დისტანცირებით საპარლამენტო მუშაობისგან, რამაც არაერთხელ გამოიწვია განსხვავებები ჩემსა და პარტიის პოზიციებს შორის.

ჩემი, როგორც პარლამენტის წევრის და ოპოზიციონერი დეპუტატის მანდატის სრულყოფილად განხორციელების მიზნით გადავწყვიტე გავხდე დამოუკიდებელი დეპუტატი და გავაგრძელო აქტიურად მუშაობა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფთან და ოპოზიციურ სპექტრთან ერთად ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის.

გულწრფელ წარმატებებს ვუსურვებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ გუნდის თითოეულ წევრს და მის ლიდერ გიორგი ვაშაძეს“, - წერს აქუბარდია.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო