ფილიპინებში წყალდიდობას 45-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში წყალდიდობას 45-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინების სამხრეთ პროვინციებს ძლიერი ტროპიკული ქარიშხალი „ნალგა“ დაატყდა თავს. ქარიშხალმა რამდენიმე პროვინციაში წყალდიდობა და მეწყერი გამოიწვია, რასაც ათობით ადამიანი ემსხვერპლა.

BBC ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაცვლილთა რიცხვმა 45-ს გადააჭარბა. უამინდობას ყველაზე დიდი მსხვერპლი მაგინდანაოს პროვინციაში, მინდანაოს კუნძულზე მოჰყვა. დაიტბორა ქალაქი კოტაბატო და მისი მიმდებარე ტერიტორიები.