კობა კობალაძემ უკრაინაში დაღუპულ მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ,მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, ქაშვეთის წმინდა გიორგის სახელობის ტაძარში, უკრაინაში, რუსეთ-უკრაინის ომში გარდაცვლილი კიდევ ერთი ქართველის, მიხეილ ყაფლანიშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს მიუსამძიმრა და მის ხსოვნას პატივი მიაგო. ამის შესახებ ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

„მიხეილ ყაფლანიშვილი ლუგანსკში, სადაზვერვო ოპერაციის დროს, ოკუპანტების სარაკეტო იერიშმა იმსხვერპლა. მას ჭურვის ნამსხვრევები მოხვდა და ადგილზე დაიღუპა. გარდაცვლილი მებრძოლის ცხედარი, ხარკოვის ოლქიდან კიევში, წმინდა ვოლოდიმირის სახელობის ტაძარში გადაასვენეს, სადაც სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა.

სამწუხაროდ 21 ოქტომბერს, უკრაინაში, კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი, უკრაინის მოქალაქე, 24 წლის ალექსანდრე მარტიაშვილი დაიღუპა. ალექსანდრე მარტიაშვილი ხარკოვის ეროვნული გვარდიის აკადემიის კურსდამთავრებული გახლდათ - უკრაინის შსს ეროვნული გვარდიის უფროსი ლეიტენანტი, ის ხერსონის მახლობლად რუსი ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლას ემსხვერპლა. უფროსი ლეიტენანტი ალექსანდრე მარტიაშვილი, 26 ოქტომბერს, უკრაინაში, სამხედრო პატივით დაკრძალეს. ალექსანდრე მარტიაშვილი, აფხაზეთის ომის მონაწილის, დავით მარტიაშვილის ვაჟია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.

უკრაინაში სულ 22 ქართველი მებრძოლია დაღუპული.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო