სეულში ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა

სამხრეთ კორეის დედაქალაქ სეულში, ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, 120 ადამიანი დაიღუპა და 100 დაშავდა. ინფორმაციას ამის შესახებ Bloomberg ადგილობრივ ადმინისტრაციაზე დაყრდნობით ავრცელებს. კერძოდ, სეულის იონსანის რაიონის სახანძრო დეპარტამენტის ხელმძღვანელი ჩხვე სონ ბომი აღნიშნავს, რომ გარდაცვლილთა რიცხვი კიდევ შეიძლება გაიზარდოს, ვინაიდან იტევონის გასართობ რაიონში მაშველები აგრძელებენ დაშავებულთა სეულის მასშტაბით საავადმყოფოებში გადაყვანას.

კორეის ეროვნული სახანძრო სააგენტოს წარმომადგენლის ჩოი ჩხონ სიკის ცნობით, ჭყლეტა, სავარაუდოდ, მას შემდეგ დაიწყო, რაც სასტუმრო “ჰამილტონთან” ვიწრო გზაზე ხალხის დიდი მასა წინ წასვლას ცდილობდა. არსებული ინფორმაციით, დაშავებულთა დასახმარებლად მობილიზებულია სასწრაფო დახმარების 400-ზე მეტი თანამშრომელი და 140 მანქანა მთელი ქვეყნიდან, მათ შორის სეულის მთელი პერსონალი.

ცნობისთვის, ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სეულის იტევონის რაიონის ქუჩებში ჰელოუინის აღსანიშნავად დაახლოებით 100 000 ადამიანი იყო გამოსული.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა