სამხრეთ კორეაში გლოვა გამოცხადდა

სამხრეთ კორეის პრეზიდენმა ჰელოუინის აღნიშვნისას, ჭყლეტის დროს, დედაქალაქ სეულში, სულ მცირე 151 ადამიანის დაიღუპვასთან დაკავშირებით, გლოვა გამოაცხადა.

სამხრეთ კორეის პრეზიდენტმა იუნ სუკ იოლიმა გარდაცვლილთა ახლობლებს მიუსამძიმრა, ხოლო დაშავებულებს სწრაფი გამოჯანმრთელება უსურვა.

"ეს მართლაც ტრაგიკულია. წუხელ, სეულის გულში მოხდა ტრაგედია და უბედურება, რომელიც არ უნდა მომხდარიყო", - განაცხადა სამხრეთ კორეის ლიდერმა.

მედიის ცნობით, სამხრეთ კორეის ხელისუფლებამ, ადგილობრივი დროით ღამის 12 საათისთვის სულ მცირე 3580 უგზო-უკვლოდ დაკარგული ადამიანის შესახებ ინფორმაცია მიიღო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო