ენტონი ბლინკენი - მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად აქცევს მის მიერ დაწყებულ ომში

ამერიკის შეერთებული შტატები რუსეთს საკვების იარაღად ქცევაში ადანაშაულებს, მას შემდეგ, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება შეაჩერა.

აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის მიერ მარცვლეულის შეთანხმების შეჩერებას "სრულად აღმაშფოთებელი" უწოდა, ხოლო სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აღნიშნა, რომ მოსკოვი "საკვების იარაღად ქცევას" ახდენს.

ბლინკენმა შეთანხმების შეჩერებას სამწუხარო უწოდა და მოუწოდა ყველა მხარეს შეინარჩუნონ ეს უმნიშვნელოვანესი, „სიცოცხლის გადამრჩენი“ ინიციატივა.

„რუსეთის ნებისმიერი ქმედება, რომელიც ზიანს მიაყენებს მარცვლეულის ამ კრიტიკულად მნიშვნელოვან ექსპორტს, არსებითად არის განცხადება, რომ ადამიანებმა და ოჯახებმა მთელ მსოფლიოში უფრო მეტი უნდა გადაიხადონ საკვებისთვის ან იშიმშილონ. ამ შეთანხმების შეჩერებით, რუსეთი საკვებს კვლავ იარაღად აქცევს მის მიერ დაწყებულ ომში, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს დაბალი და საშუალო შემოსავლის მქონე ქვეყნებსა და სურსათის გლობალურ ფასებზე. ამწვავებს ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ კრიზისებს და სასურსათო დაუცველობას“, - აღნიშნა ბლინკენმა.

ცნობისთვის, გაერო-ს შუამავლობით დადებული მარცვლეულის შეთანხმების შედეგად, ომის დროს, უკრაინიდან 8 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული იქნა ექსპორტირებული და სურსათზე გლობალური ფასების ზრდა დაეცა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო