პოლონეთის საგარეო უწყება - პოლონეთი და პარტნიორები ევროკავშირში მზად არიან უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ მნიშვნელოვანი საქონლის ტრანსპორტირებაში

პოლონეთი და მისი პარტნიორები ევროკავშირში მზად არიან უკრაინას დამატებითი დახმარება გაუწიონ მნიშვნელოვანი საქონლის ტრანსპორტირებაში მას შემდეგ, რაც რუსეთი მარცვლეულის შეთანხმებიდან გავიდა.

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.

ოფიციალური ვარშავის თქმით, რუსეთის გადაწყვეტილება გაერო-ს შუამავლობით დადებული შეთანხმებიდან გასვლის შესახებ, რომელიც უკრაინას შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის საშუალებას აძლევდა, კიდევ ერთი მტკიცებულებაა იმისა, რომ მოსკოვს არ სურს დაიცვას რაიმე საერთაშორისო შეთანხმება.

რუსული სახელმწიფო მედია ქვეყნის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი, შავი ზღვის ფლოტში მომხდარი აფეთქებების გამო, მარცვლეულის ექსპორტის შესახებ შეთანხმებაში მონაწილეობას წყვეტს.

ცნობისთვის, რუსეთის შავი ზღვის ფლოტის გემებზე 29 ოქტომბერს მომხდარ აფეთქებებს რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ “ტერაქტები” უწოდა და მათი განხორციელება “ბრიტანელი სპეციალისტების ხელმძღვანელობით” უკრაინელებს დააბრალა.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო