ფილიპინებში ტროპიკულ შტორმს 80 ადამიანი ემსხვერპლა

ფილიპინებში, რომელსაც ტროპიკული შტორმი „ნალგა“ დაატყდა თავს, წყალდიდობასა და წვიმის შედეგად გამოწვეულ მეწყერს მინიმუმ 80 ადამიანი ემსხვერპლა, - ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, 31 ადამიანი დაკარგულად ითვლება, 48 მოქალაქე კი - დაშავებულია.

ძლიერი წვიმისა და ქარის შედეგად ინფრასტრუქტურა მნიშვნელოვნად დაზიანდა. წინასწარი შეფასებით, ზარალი 384 მილიონ პესოს (6.62 მილიონი აშშ დოლარი) შეადგენს.

ამინდის ბიუროს პროგნოზით, „ნალგა“ ფილიპინებს ორშაბათს მოგვიანებით დატოვებს.

ალექსანდრე თვალჭრელიძე - გზის ბოლოს ჩიხია... ევროკავშირის სანქციები იუველირული სიზუსტით უნდა იყოს აწონილი და სნაიპერული სიზუსტით განხორციელებული ხელისუფლების და არა ქართველი ხალხის დასასჯელად
ქართული პრესის მიმოხილვა 21.07.2025
რა უპირატესობები აქვს „სამსუნგის“ ოფიციალურ ჰოლოგრამას?