ზურა ჯაფარიძე - 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ - ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი

გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერის, ზურა ჯაფარიძის განცხადებით, ძალიან დიდი ალბათობით, საქართველო ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსს ვერც მომავალი წლის ბოლოს მიიღებს.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ბრიუსელში კითხვებს იწვევს „ქართული ოცნების“ ქმედებები და განცხადებები, რომელიც მისი აზრით, ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესასრულებლად არაფერს აკეთებს.

„კითხვები უკავშირდება „ქართული ოცნების“ ქცევას და ნაბიჯებს, რომელიც მათ გადადგეს კანდიდატის სტატუსის უარის მიღებამდე და უარის მიღების შემდეგ. ეს არის ის კითხვები, რომლის გამოც, ძალიან მაღალი, 99%-იანი ალბათობით, მომავალი წლის ბოლოს ჩვენ კანდიდატის სტატუსზე უარს მივიღებთ. ეს არის „ომი გინდათ“ კითხვაზე პასუხი. ომი კი არ გვინდა, რეკომენდაციების შესრულება გვინდა და არ აკეთებენ“, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გარდა ამისა, ის ახალი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ დიდი ალბათობით, ხელისუფლება ამ თანამდებობაზე მისთვის სასურველ კანდიდატს შეარჩევს.

„არ მჯერა, რომ ეს ხელისუფლება რომელიმე დემოკრატიულ ინსტიტუტს დათმობს და მისცემს მას დამოუკიდებლობას, თავისუფლებას. ამ ხელისუფლების ბუნება არის ასეთი, რომ ძალაუფლების ყველა წერტილი სრულად უნდა გაკონტროლდეს, მათ შორის შეიძლება არც ისე ძალიან პრობლემატური ძალაუფლების დაკარგვის თვალსაზრისით, მაგრამ მგონია, რომ ამ პოზიციაზეც საკუთარ კანდიდატს გაუშვებენ”, - განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო