თეონა აქუბარდია განმარტავს, რატომ მიიღო პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ დატოვების გადაწყვეტილება

„სტრატეგია აღმაშენებლის“ უკვე ყოფილი წევრის, თეონა აქუბარდიას განცხადებით, პარტიის დატოვების გადაწყვეტილება იმ მიზეზით მიიღო, რომ მისი და პარტიის წევრების სამუშაო ტაქტიკა ერთმანეთს არ ემთხვეოდა.

აღნიშნულის შესახებ მან „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ განაცხადა. კითხვაზე, თუ რა ნაწილში აცდა მისი და პარტიის წევრების ხედვები ერთმანეთს, აქუბარდიას პასუხობს, რომ „ამ შემთხვევაში, პარლამენტის მუშაობაზეა საუბარი“.

„ეს ნამდვილად არ არის ახალია ამბავი, ჩვენ გვქონდა განსხვავებული პოზიციები. ძირითადად ეს უკავშირდება საპარლამენტო მუშაობას. პარლამენტში პარტიის სიით ვიყავი გასული და ის მთავარი მიზანი, რასაც ჰქვია ქვეყნის ევროპული მომავალი, დემოკრატია, ნატო-სა და ევროკავშირში წევრობა, რა თქმა უნდა, ეს არ შეცვლილა ისევე, როგორც პროგრამული ნაწილი, რაც ჰქონდა „სტრატეგია აღმაშენებელს“. ამაზე მუშაობას გავაგრძელებ რეფორმების ჯგუფის ფარგლებში, თუმცა ტაქტიკასთან მიმართებაში განსხვავებული პოზიციები არსებობდა და ამიტომ მივიღე გადაწყვეტილება, რომ ვყოფილიყავი დამოუკიდებელი დეპუტატი. [ამგვარი პოზიცია] ახალი ამბავი არ არის, თუმცა გადაწყვეტილება საბოლოოდ გავასაჯაროვე პარასკევს. იყო განსხვავებული პოზიციები. ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა პარტიისთვის ხელი არ შემეშალა და ჩემი განსხვავებული პოზიცია არ ყოფილიყო პარტიასთან კონფლიქტში, ასევე პირიქით. შესაბამისად, წარმატებებს ვუსურვებ „სტრატეგია აღმაშენებელს“ და ვაპირებ, მათ შორის „სტრატეგია აღმაშენებელთან“ ერთად მუშაობას პარლამენტში, იმიტომ, რომ ჩვენ გვაქვს დაუძლეველი გამოწვევები განსაკუთრებით ახლა, უკრაინის ომის ფონზე“, - აცხადებს თეონა აქუბარდია.

მისი განმარტებით, სხვა პარტიაში გადასვლას არ აპირებს, მუშაობას დამოუკიდებლად გააგრძელებს, თუმცა იგივე საპარლამენტო ჯგუფში, სადაც აქამდე იყო.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო