2023 წელს მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი - 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შშმ პირთათვის 35 ლარით გაიზრდება

შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთა სოციალური პაკეტი ინდექსაციის წესით გაანგარიშდება.

მთავრობამ პარლამენტს განსახილველად “სოციალური დახმარების შესახებ“ კანონში ცვლილების პროექტი წარუდგინა, რომლის მიხედვით, შემოღებული იქნება სოციალური პაკეტის ინდექსაციის იგივე პრინციპი, რაც 2021 წლიდან პენსიონერებისთვის მოქმედებს.

მთავრობის ინფორმაციით, კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისა და შეზღუდული შეასძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვების სოციალური მდგომარეობა გაუმჯობესდება, რადგან მათთვის გათვალისწინებული სოციალური პაკეტის ოდენობის ყოველწლიური ზრდა გარანტირებული იქნება. კერძოდ, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის სოციალური პაკეტი 65 ლარით გაიზრდება, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის სოციალური პაკეტის ოდენობა გაიზრდება 35 ლარით.

მთავრობის ცნობით, სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა დაახლოებით 132 000 პირს შეეხება, რომელთა სოციალური პაკეტის ოდენობა 100 ლარიდან 419 ლარამდე მერყეობს.

“აღსანიშნავია, რომ პრაქტიკაში ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის ფაქტობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით, 2023 წელს სოციალური პაკეტი მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე ბავშვებისთვის 65 ლარით, ხოლო სხვა კატეგორიის შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირთათვის - 35 ლარით გაიზრდება, თუმცა იმ შემთხვევაში, თუ ეკონომიკური ზრდისა და ინფლაციის მაჩვენებლები დაბალი იქნება, მკვეთრად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის და შშმ ბავშვებისთვის გარანტირებული სოციალური პაკეტის ოდენობის ზრდა მინიმუმ 25 ლარი, ხოლო ყველა სხვა შეზღუდული შესაძლებლობის სტატუსის მქონე პირებისთვის - 20 ლარი იქნება“, - აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.

კახა გოგოლაშვილი - ევროპარლამენტი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის შესაძლებლობას ზრდის, ახლა ჯერი ჩვენზეა
ქართული პრესის მიმოხილვა 02.12.2022
დავით სიხარულიძე - ისტორიას არ ახსოვს, რომ რომელიმე ქვეყანა ძალით ნატო-ში, ან ევროკავშირში მიეღოთ
„ასტრაზენეკამ“ პროექტის „თანადგომა“ შემაჯამებელი ღონისძიება გამართა
ღვინო, რომელიც ბედნიერებას იმახსოვრებს - „მარნაველი“ - CBS ჯგუფის ახალი მიმართულება და 2022 წლის წარმატება ღვინის ბიზნესში
„კარფური" გაფართოებას აგრძელებს - თბილისში ახალი სუპერმარკეტი გაიხსნა
„ნიუ ჰოსპიტალსი“ აშშ-ის შეიარაღებული ძალების სამედიცინო სერვისების მომწოდებლად შეირჩა
გაფრთხილდი და გააფრთხილე, ჩვენი ფინანსების უსაფრთხოება ჩვენს ხელშია
„ლიბერთიმ“ განვადების აქცია დაიწყო
ბაზისბანკის ინვესტიციით, რუსთავში სავაჭრო ცენტრი და საცხოვრებელი კომპლექსი შენდება