GIPA-ს,  გოეთეს ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს  ორგანიზებით პროფესორ ჰანს ბელერის “ვორქშოპი” გაიმართება

GIPA-ს, გოეთეს ინსტიტუტისა და საზოგადოებრივი გამომცემლობა სა.გა.-ს ორგანიზებით გაიმართება ვორკშოპი თემაზე „მონტაჟის შესაძლებლობები - როგორ შეიცვალა მონტაჟის კლასიკური ხერხები და სამონტაჟო სქემები“. ამის შესახებ ინფორმაციას GIPA ავრცელებს.

GIPA-ს ინფორმაციით, ვორკშოპის ხელმძღვანელია პროფ. ჰანს ბელერი, გერმანელი ავტორი, რეჟისორი და სხვადასხვა კინო და სახელოვნებო სკოლების დოცენტი.

„ პროფ. ჰანს ბელერი 2006 წლიდან ასწავლის ბადენ-ვიურტენბერგის კინოაკადემიაში კინოს ისტორიას, ანალიზს და მონტაჟს. სემინარის ბოლოს, გავაანალიზებთ სტუდენტებისა და მონაწილეების მიერ შექმნილი ფილმების დაახლოებით 7-10 წუთიან ნაწყვეტებს. სამუშაო ენა ინგლისურია, დასწრება კი თავისუფალი. საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) და Sa.Ga. Verlag für die Gesellschaft-ის ღონისძიებაა.

7 და 8 ნოემბერს ვორკშოპი ჩატარდება გოეთეს ინსტიტუტში, მ. ზანდუკელის ქ. 16. 9 და 10 ნოემბერს ვორკშოპი ჩატარდება ფრონტალინ კლუბში, ლ. ასათიანის ქ. 62

განხილული იქნება თემები: 90-იანი წლების ციფრული შემობრუნების (Digital Turn) შემდეგ, ციფრული მონტაჟის სისტემების შესაძლებლობების წყალობით, მემონტაჟეთა სამუშაო რადიკალურად შეიცვალა. როგორია დღეს მონტაჟის ტექნიკური, შემოქმედებითი და დრამატურგიული სტრატეგიები? კლასიკური ფილმის მონტაჟის რა გამოცდილებაა ჯერ კიდევ ძალაში? აქამდე ხელშეუხებელი რომელი წესები მოძველდა, მაგ. ჰოლივუდის ერთგულება ილუზიონისტური „უხილავი ჭრისადმი“? როგორ შეცვალა მაყურებლის ჩვევები უხეშმა ჭრამ (rough cuts), პირდაპირმა მონტაჟმა (direct editing) და ნახტომისებრმა ჭრამ (jump cuts)? შეიცვალა თუ არა კლასიკური დრამატურგია, მაგალითად, ეროსსა და თანატოსს შორის, ტექნოლოგიური ინოვაციების გამო? როგორ რეაგირებს დღევანდელი სამონტაჟო შაბლონები კამერის მოძრაობის შეცვლილ მახასიათებლებზე ისეთი ტექნოლოგიების გამოყენებისას, როგორიცაა GoPro, მულტიკოპტერული კამერები (დრონები) და „კამერის გარეშე გენერირებული გამოსახულება“ (non camera generated images)? როგორ შეიცვალა ჭრის სიხშირე ბოლო წლებში, რა ბედი ეწია „სამონტაჟო გრიგალებს“? როგორ ზემოქმედებს სცენურ (მხატვრულ) და დოკუმენტურ (არამხატვრულ) მედიათა კვეთა ავთენტურობისა და „ყალბი ამბების“ (fake news) შესახებ დისკუსიაზე? როგორც მხატვრულ, ისე არამხატვრულ სფეროში საუბარია მიმდევრობების მიკროანალიზზე.

კლასიკური და ახალი მონტაჟის მეთოდების შედარების გზით, რომელიც კინოსა და ტელევიზიის ისტორიიდან და სხვა პლატფორმებიდან ფილმების ნაწყვეტების განხილვას და მათი ზემოქმედების ანალიზს ეფუძნება, სემინარი ავითარებს შემოქმედებით უნარებსა და თეორიულ ცოდნას. ის გამიზნულია ყველა დაინტერესებული მედიაპროფესიონალისთვის, ვისი მოტივაციაც სცილდება რედაქტირების პროგრამული უზრუნველყოფის შესწავლას, ვინც არ აძლევს პროგრამულ უზრუნველყოფას მზა სამონტაჟო გადაწყვეტილებების (editing solutions) კარნახის შესაძლებლობას და სურს, თავად, საკუთარი შემოქმედებითი ენერგიით შექმნას დროზე დაფუძნებული მედია (time based Media). საუბარია ექსპერიმენტების სიხარულსა და მონტაჟის ხელოვნებაზე“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა