ჯონდი ბაღათურია - მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო გარიგებაში შედიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ცდილობდა საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანის მხარეს გადაცემულიყო

მაშინდელი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ანტისახელმწიფოებრივ და უკანონო გარიგებაში შედიოდა აზერბაიჯანის ხელისუფლებასთან და ცდილობდა საზღვარი ისე გავლებულიყო, რომ სტრატეგიული სიმაღლე აზერბაიჯანის მხარეს გადაცემულიყო , - ამის შესახებ ყოფილმა დეპუტატმა ჯონდი ბაღათურიამ ივერი მელაშვილისა და ნატალია ილიჩოვას ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე მიმდინარე სასამართლო პროცესზე განაცხადა.

ბაღათურიას თქმით, აღნიშნულის ფაქტობრივი მტკიცებულებები საჯარო სივრცეში არსებობს.

"ქვეყნის მთავარსარდალი ევროპაში, იტალიაში გაიპარა, შოპინგზე დადიოდა და კარგ ხასიათზე იყო. ეს საფუძვლად დავუდეთ პრეზიდენტის იმპიჩმენტის დაწყებას, მას ქვეყნის მიტოვებაში დავდეთ ბრალი...

ბატონი მელაშვილი აქტიურად დადიოდა მედიაში და ერთ-ერთ გადაცემაში აქტიურად ამტკიცებდა, რაც „შენი არ არის, არ არის შენიო“. ამაში ჩემი შეფასებით, ანტისახელმწიფოებრივი ქმედება ჩანს", - განაცხადა ბაღათურიამ.

მისივე თქმით, როცა ის დეპუტატი იყო, როგორც კი, ამ საქმისთვის რეზონანსის მიცემას იწყებდა ოპოზიცია, კოლეგები ხელისუფლებიდან ეუბნებოდნენ, რომ მეზობელ ქვეყანასთან ურთიერთობა არ უნდა დაეძაბათ.

ყოფილმა დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მელაშვილმა და ილიჩოვამ "ისე გააკეთეს, როგორც დაავალეს".

ბაღათურიას ერთ-ერთი კითხვით ნატალია ილიჩოვას ადვოკატმა სულხან კომახიძემ მიმართა.

კომახიძემ მოწმეს ჰკითხა, თუ რას ეფუძნება ბაღათურიას ცოდნა, რომლის მიხედვითაც, მან გამოძიებას უთხრა, რომ "სააკაშვილს ამ საკითხში რამდენიმე ასეული ათასი ლარი ჰქონდა აღებული", რაზეც ბაღათურიამ ასე უპასუხა: "ახლაც ასე მიგვაჩნია, ეს არის ჩვენი პოლიტიკური მოსაზრება".

ცნობისთვის, გენერალურმა პროკურატურამ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობათა სამსახურის უფროსი - ივერი მელაშვილი და საქართველოს შს სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის სახმელეთო საზღვრის დაცვის დეპარტამენტის მთავარი ინსპექტორი ნატალია ილიჩოვა დააკავა. პროკურატურის ინფორმაციით, ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ბრალდებულები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში ხელმძღვანელობდნენ 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით, რაც არსებითად ეწინააღმდეგება ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს, მათ შორის დავით გარეჯთან მიმართებაში.

სახელმწიფო ბრალდების ცნობით, ბრალდებულები განზრახ, ზემდგომი პირების დავალებების შესაბამისად მოქმედებდნენ.

ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა თბილისის საქალაქო სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გასული 2021 წლის 28 იანვარს გაათავისუფლა. მოსამართლემ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 20 000-20 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ შეუცვალა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა