გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ „შიმშილის იარაღად“ გამოყენება „ძალიან ამაზრზენია“

გერმანიის მთავრობაში აცხადებენ, რომ „შიმშილის იარაღად“ გამოყენება „ძალიან ამაზრზენია“

გერმანიამ რუსეთის გადაწყვეტილება, შეაჩეროს გაეროს შუამავლობით უკრაინასთან მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობა, დაგმო.

ოფიციალური ბერლინი მოსკოვს შიმშილის იარაღად ქცევაში ადანაშაულებს.

გერმანიის მთავრობის პრეს-სპიკერმა, შტეფენ ჰებეშთღაითმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ მარცვლეულის მიწოდების შეჩერებით „შიმშილის, როგორც იარაღის“ გამოყენება „ძალიან ამაზრზენია“.

მან რუსეთს მოუწოდა განაახლოს მონაწილეობა და განიხილოს შეთანხმების გაგრძელება.

გერმანიის მთავრობის კიდევ ერთი წარმომადგენლის ანდრეა სასეს თქმით კი, მარცვლეულის გარიგებამ შვიდ მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული მსოფლიო ბაზრებზე ხელმისაწვდომი გახადა.

„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რაც შეგვიძლია იმისათვის, რათა უზრუნველვყოთ, რომ ზღვით ტრანსპორტირება შენარჩუნდეს“, - განაცხადა გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა.

მანვე დასძინა, რომ სახმელეთო ტრანსპორტირება გაგრძელდება.