გიორგი მშვენიერაძე - ბრალდების მოწმემ, ჯონდი ბაღათურიამ სასამართლოს აჩვენა, რომ არ იცის საქმის შესახებ არცერთი გარემოება

ბრალდების მოწმემ ჯონდი ბაღათურიამ სასამართლოს აჩვენა, რომ არ იცის საქმის შესახებ არცერთი გარემოება, რომ არ გაცნობია არცერთ მტკიცებულებასა და არცერთ დოკუმენტს ,- ამის შესახებ ივერი მელაშვილის ადვოკატმა გიორგი მშვენიერაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ჯონდი ბაღათურიას მიერ მიცემულ ჩვენებაში აქცენტები შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებით იყო გაკეთებული.

"მას არ შეუძლია წაიკითხოს რუკები და არ აქვს წარმოდგენა, თუ როგორ არის განლაგებული დავით-გარეჯში შემავალი მონასტრები, მაგრამ ის დარწმუნებულია, რადგან ტელევიზორში ასე ნახა, რომ ბრალდებულები არიან დამნაშავეები. ეს იყო მისი ჩვენება, რომელიც მოვისმინეთ და შესაბამისად, ცხადია სასამართლოს ვერ შეეძლება რაიმე კონკრეტული გარემოება დააფუძნოს მის მიცემულ ჩვენებას.

ცხადია ბატონი ჯონდი აქ მოვიდა პოლიტიკური „სფიჩის“ წარმოსათქმელად და ეს კარგად ჩანდა ჩვენს მიერ დასმულ კონკრეტულ კითხვებზე, როცა თავს არიდებდა პასუხის გაცემას და ცდილობდა პოლიტიკურ დისკუსიაში გადაეყვანა საკითხი, რაც ჩვენი ინტერესი ნამდვილად არ იყო.

ძირითადად მისი აქცენტები გაკეთებული იყო შეთქმულების თეორიასთან დაკავშირებით, რომ წინა ხელისუფლება ცდილობდა დავით გარეჯზე შეთანხმებას. პროკურატურა კი საქმეზე მტკიცებულებების მოგროვების ნაცვლად, პოლიტიკურ თამაშში მონაწილეობის მიღება იყო, რომელშიც ძალიან ხშირად არის ჩართული ჩვენი პროკურატურა და ეს საქმე ერთერთი ტიპიური გამოხატულებაა", - განაცხადა მშვენიერაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო