იაგო ხვიჩია - ტერმინი „ოლიგარქიზაცია“ „დატრენდილია“ მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს, მაგრამ ჩვენთან პრობლემა ერთპარტიული მმართველობაა

ზოგადად, ტერმინი „დეოლიგარქიზაცია“ კონკრეტული რაღაცისთვის არის მოფიქრებული კონკრეტულ კონტექსტში. ჩვენი კონტექსტი უცვლელია ბოლო 30 წლის განმავლობაში - ჩვენ ყოველთვის, ოლიგარქებიც რომ არ გვყავდნენ ხელისუფლებაში, ანალოგიური ტიპის პრობლემა გვაწუხებდა, - ამის შესახებ პარტია „გირჩის“ დეპუტატმა, იაგო ხვიჩიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „რეზიუმეში“ განაცხადა.

როგორც ხვიჩიამ აღნიშნა, ერთპიროვნული და ერთპარტიული ძალაუფლების პრობლემა ამ ქვეყანაში ყოველთვის იყო, მაშინაც კი, როდესაც საქართველოს არ ჰყავდა ოლიგარქი მმართველი.

„ჩვენ ახლაც იგივე პრობლემა გვაქვს. სადღაც, საერთოდ სხვა ქვეყანაში რაღაც პრობლემას ოლიგარქიზაცია დაერქვა და იმის გამო რომ დაემთხვა, რომ ერთპიროვნული მმართველი ფულიანი ადამიანია და ეს ტერმინი რაღაცნაირად დატრენდილია მსოფლიოში და ცუდს ნიშნავს, ჩვენ გვინდა მისი პირდაპირ აქეთ გადმოტანა. ერთს უნდა მისი დაუსაბუთებელი შემოტანა, ხოლო მეორე ასევე დაუსაბუთებელი უარყოფა. დაუსაბუთებელი უარყოფა ნიშნავს, რომ კანონი ყველას შეეხება ერთი კაცის გარდა“, - განაცხადა ხვიჩიამ.

მისივე შეფასებით, „ამას უნდა დავანებოთ თავი“ და სინამდვილეში საქართველოს პრობლემას სხვა რამ წარმოადგენს.

„იმას, რაც მართლა პრობლემაა: ვგულისხმობ ერთპარტიული მმართველობას, ამ 6 თვეში ვერ ეშველებოდა. წარმოიდგინეთ, ჩვენ რომ აქამდე დაგვეწყო დანარჩენ პუნქტებზე მუშაობა, შევთანხმებულიყავით და გვეთქვა, რომ რაღაცებზე კიდევ ვაგრძელებთ მუშაობას და ვდგამთ ნაბიჯებს - მაგალითად, დეპოლარიზაციაში ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს და მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ ვუშვებთ სამკურნალოდ. სანაცვლოდ, „ნაციონალური მოძრაობა“ ამბობს, რომ კონსენსუსით ვაკეთებთ იმას, რომ ევროპასთან ყველაფერი გამართული იყოს. ჩვენ ვრიგდებით, რომ ევროპის წინ ხელი ჩამოვართვათ ერთმანეთს. ეს თემა რომ გაგვევლო, ჩვენ შიგნით პოლარიზაციის სიტუაციას ბევრად უფრო მარტივად გავუმკლავდებოდით კარგ ხასიათზე.

ჩემი აზრით, „ნაციონალურ მოძრაობას“ და „ქართულ ოცნებას“ ერთი მოტივაცია ამოძრავებს - 10 წელია ერთმანეთს ებრძვიან და ეს პოლიტიკური კონსტრუქცია ჩამოყალიბდა რაღაც კვაზი ბრძოლაში „ქოცებსა“ და „ნაცებს“ შორის. ისეთი ბრძოლაა, რომ ბოლომდე სერიოზულობაც აკლია და თითქოს რაღაც ღადაობის ელემენტებიც დაკრავს. ამ ბრძოლამ საბოლოო ჯამში ამ მდგომარეობამდე მიგვიყვანა, თუმცა ფაქტია, რომ ამ ორმა პარტიამ რაღაც მოგონილ ბრძოლაში იცის თანაარსებობა, რომელიც არავის არაფერში სჭირდება. ამ ქვეყნის მოსახლეობას არაფერი გვაქვს ერთმანეთთან საბრძოლველი, ეს დაყოფა ხელოვნურად არის შენარჩუნებული იმისთვის, რომ პოლიტიკური განსხვავებები შეიქმნას და ადამიანები წინასაარჩევნოდ დაჰყო „წითლებად“ და „ლურჯებად“. ევროინტეგრაციის ამბავშიც ამაზე ვერ თქვეს უარი. ამაზე თუ უარი თქვეს, რა უნდა გააკეთონ?“, - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო