რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიდერლანდების ელჩი დაიბარეს

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში ნიდერლანდების ელჩი დაიბარეს.

აღნიშნულის მიზეზად ოფიციალური მოსკოვი უცხოური სადაზვერვო სამსახურების მიერ ჰააგაში, რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშის გადაბირების მცდელობას ასახელებს.

„ამა წლის 20 ოქტომბერს, ბრიტანული სადაზვერვო სამსახურების წარმომადგენლის მიერ ჰააგაში რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშის გადაბირების მცდელობასთან დაკავშირებით ნიდერლანდების ელჩს ძლიერი პროტესტი გადავეცით. საუბრისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ მსგავსი პროვოკაციული ქმედებები მიუღებელია“, - ნათქვამია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ლავროვის უწყების განცხადებით, „ასეთი არამეგობრული ქმედებები“ იწვევს ორმხრივი ურთიერთობების შემდგომ დესტაბილიზაციას.

ოფიციალური მოსკოვი ირწმუნება, რომ ნიდერლანდებში, ბოლო წლებში, უცხოური სპეცსამსახურების მიერ ჩადენილ რამდენიმე ასეთ პროვოკაციას ჰქონდა ადგილი.

რუსეთის საგარეო უწყებაში დასძენენ, რომ ნიდერლანდების ხელისუფლება და სამართალდამცავი უწყებები „არამხოლოდ არ აჩერებენ მსგავს უკანონო ქმედებებს, არამედ თავადაც მონაწილეობენ მათში“ და ცდილობენ რუს დიპლომატებზე ფარულ თვალთვალს ან მათ გადაბირებას.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო