მოლდოვამ რუსი დიპლომატი გააძევა

მოლდოვას საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის საელჩოს ერთი თანამშრომელი პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გადაწყვეტილება, დიპლომატის გაძევების თაობაზე, რუსეთის ელჩს ოლეგ ვასნეცოვს უკვე ეცნობა.

რუსეთის ელჩთან შეხვედრაზე აღინიშნა, რომ მეზობელ ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმები უსაფრთხოების რისკების შემდგომ ესკალაციას იწვევს.

ცნობისთვის, 31 ოქტომბერს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მოლდოვის ტერიტორიაზე რუსული რაკეტის ფრაგმენტი ჩამოვარდა, რომელიც უკრაინულმა საზენიტო სისტემამ მოიგერია.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო