ვოლოდიმირ ზელენსკი - უკრაინა ევროინტეგრაციის შესახებ დეკლარაციების ხელმოწერაზე  ნატო-ს ყველა წევრთან მუშაობას იწყებს

უკრაინა ჩვენი სახელმწიფოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის შესახებ დეკლარაციების ხელმოწერაზე ნატო-ს ყველა წევრთან იწყებს მუშაობას, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

მისი თქმით, უკრაინას ჩეხეთის პრემიერ-მინისტრი სტუმრობდა, რომელიც ქვეყნის ერთ-ერთი უდიდესი მეგობარია.

„ჩეხეთი ახლა ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობს და ასე ექცევა რუსეთი ევროპულ სტრუქტურებს: ჩეხეთის წარმომადგენლების ვიზიტის დროს 55 ფრთოსანი რაკეტა. თუმცა, რაც არ უნდა იფიქრონ მოსკოვში, უკრაინა საკუთარ თავზე ზრუნავს და თავის საქმეს აკეთებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, გუშინ უკრაინას ჩეხეთის მთავრობის დელეგაცია ეწვია, რომელსაც ქვეყნის პრემიერი, პეტრ ფიალა ხელმძღვანელობდა. გუშინვე, რუსულმა ძალებმა უკრაინის ტერიტორიაზე კიდევ ერთი მასიური სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო