ვლადიმერ პუტინი - რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა დასრულდა, წერტილი დასმულია

რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის ფარგლებში გაწვევა დასრულდა, - ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა.

"დასრულდა, წერტილი დასმულია", - აღნიშნა პუტინმა სოჭში, სომხეთის პრემიერ-მინისტრ ნიკოლ ფაშინიანთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე.

რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ მობილიზაციის დასრულების შესახებ 28 ოქტომბერს განაცხადა. მისი თქმით, 300 ათასი ადამიანი უკვე მობილიზებულია, აქედან 82 ათასი მობილიზებული უკვე უკრაინაშია გაგზავნილი, ხოლო დანარჩენი 218 ათასი სამხედრო მომზადებას გადის.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა