კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განსხვავებული აზრის პირდაპირ ხელყოფა იყო და მათი მიდგომების გამო „იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან”

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის კახა კალაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობის“ დროს განსხვავებული აზრის პირდაპირ ხელყოფა იყო და მათი მიდგომების გამო „იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან”.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, როგორ შეფასებს „ევროპული საქართველოს“ წევრის აკაკი ბობოხიძის განცხადებას, სადაც ის აღნიშნავს, რომ „მათი მმართველობის დროს იყო ავტორიტარიზმი, ძალაზე დამყარებული წესრიგი, ცდილობდნენ წესრიგისთვის შეეჩვია ქართველი ხალხი არა აღზრდის, არამედ მოთხოვნის გზით“.

„ ეს მიდგომები და დამოკიდებულებები რომ ჰქონდათ ქართველ ხალხთან იმიტომ იმყოფებიან იქ, სადაც იმყოფებიან, როგორ უსწორდებოდნენ, როგორი დამოკიდებულება ჰქონდათ ხალხთან…ეს არის ქართველი ხალხის გადაწყვეტილება. რას ნიშნავს წესრიგის დამყარება მათი შეფასებით?! განსხვავებული აზრის პირდაპირ ხელყოფა იყო, თავისუფლების, სიტყვის გამოხატვის თვალსაზრისით. ძალიან ბევრი პრობლემა იყო. შესაბამისად, ჩვენი ქვეყნის უმრავლესობამ მიიღო ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო 2012 წელს და მთელი ამ წლების განმავლობაში ხედავთ, როგორ მთავრდება არჩევნები“, - განაცხადა კახა კალაძემ.

რამაზ საყვარელიძე - თუ დღევანდელი ოპოზიცია არჩევნებში მონაწილეობას არ მიიღებს, გადაინაცვლებს სამზარეულოში, ქუჩაშიც კი მას მხარდამჭერი აღარ ეყოლება, რისი ტენდენციაც უკვე ჩანს
ავთანდილ წულაძე - ტრამპის პოლიტიკა ყველა მიმართულებით ჩიხშია შესული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.06.2025
„ხალიკ ბანკის“ მხარდაჭერით, ფოთის მულტიმოდალური ტერმინალი გაიხსნა
„სოფლის ნობათი“ - რძის გზა ფერმიდან მომხმარებლამდე და ხარისხზე დაფუძნებული ნდობის მოდელი
„აღმოაჩინე, დაზოგე, იზეიმე - კარფურის ლოიალობის პროგრამა „მაიქლაბი“ 6 წლისაა
„სტუდია 9“-ის მიერ დაპროექტებული „აგროჰაბის მულტიფუნქციური სივრცე სანაპიროზე“ Architizer A+Awards 2025-ის გამარჯვებულია
მონტაჟ ჯორჯიას ახალი საწყობი ავჭალაში - საბითუმო ფასები, 30 000-მდე დასახელების ელექტრო-სამონტაჟო პროდუქცია ერთ სივრცეში