რომან გოცირიძე - პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის - არ მგონია, ეს სერიოზული იყოს

პრაიმერისი იმის თაობაზე, ვინ რა თანამდებობაზე ავირჩიოთ, იმას ჰგავს, ვატყავებდეთ დათვს, როცა დათვი მოკლული არ არის - არ მგონია, ეს სერიოზული იყოს, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან “ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა რომან გოცირიძემ განაცხადა.

როგორც გოცირიძემ აღნიშნა, “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ 600 000 ამომრჩეველი ჰყავს და პრაიმერისის დროს ნებისმიერი გამოკითხვა მათი გამარჯვებით დასრულდება.

გოცირიძე იმასაც ამბობს, რომ მზად არიან ოპოზიციასთან კოორდინაციასა და თანამშრომლობისთვის, მაგრამ არა მექანიკური გაერთიანებისთვის.

„როგორც მოვისმინეთ, მთავარი იდეა არის ის, რომ ოპოზიცია ერთი საარჩევნო ნომრით, ერთი ოპოზიციური სიით - ოღონდ ამ სიაში ყველა პარტია არ იქნება შერჩეული - ერთ ბლოკად გავიდეს, თუმცა ბლოკი კანონში არ არის. ერთ ქვაბში ყველას ჩაყრის იდეას ჩვენ არ ვემხრობით. ჩვენ ვართ თანამშრომლობის, კოორდინაციის, ოპოზიციის ფართო ფრონტით საარჩევნო პროცესში შევლის მომხრე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველა ერთ ჭერქვეშ უნდა გაერთიანდეს. მთავარი ამოცანაა, რომ ყველა პარტიამ საკუთარი ამომრჩეველი იპოვოს, არც ერთი ოპოზიციური ხმა არ დაიკარგოს და შემდეგ კოალიცია პარლამენტში შეიქმნას, როგორც ეს ევროპაში ხდება. უნდა გამსხვილდნენ პარტიები, რომელთაც 5%-იანი საარჩევნო ბარიერის გადალახვის შანსი არა აქვს და არჩევნებში ასე მიიღონ მონაწილეობა. კარგი იქნება თუ ოპოზიციურ ფლანგზე იდეოლოგიური ნიშნით გაერთიანებული პარტიები გამოჩნდებიან“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა