მევლუთ ჩავუშოღლუ - თურქეთის პრეზიდენტი დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის უახლოეს დღეებში და გვჯერა, რომ ჩვენ ამას გადავლახავთ - მარცვლეულის შეთანხმება ყველასთვის სასარგებლო იქნება

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, უახლოეს დღეებში, რუს და უკრაინელ კოლეგებთან მარცვლეულის ექსპორტის ხელშეკრულების განახლების მიზნით, მოლაპარაკებებს გამართავს. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა.
„ჩვენი პრეზიდენტი დაელაპარაკება პუტინს და ზელენსკის უახლოეს დღეებში. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენ ამას გადავლახავთ... მარცვლეულის შესახებ შეთანხმება ყველასთვის სასარგებლო იქნება", - განუცხადა ჩავუშოღლუმ ჟურნალისტებს.
ერდოღანმა ორშაბათს განაცხადა, რომ თურქეთი გააგრძელებს ძალისხმევას შეთანხმების შესანარჩუნებლად, რუსეთის ყოყმანის მიუხედავად.

























