მაია სანდუს განცხადებით, კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მოლდოვაში დესტაბილიზაციას ისახავენ მიზნად

კორუმპირებული ძალები და რუსეთის სპეცსამსახურები მოლდოვის დესტაბილიზაციას ისახავენ მიზნად. ამის შესახებ მოლდოვის პრეზიდენტმა მაია სანდუმ რუმინულ გამოცემა Digi24-თან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, პოლიტიკური პარტიები, რომლებმაც ცოტა ხნის წინ პროტესტი დაიწყეს, რუსულ სპეცსამსახურებთან ერთად მოლდოვაში ვითარების არევაზე მუშაობენ.

სანდუმ აღნიშნა, რომ მოლდოვის პოლიტიკურ ცხოვრებაში რუსული ჩარევის მცდელობები ახალი მოვლენა არაა და განაცხადა, რომ პრორუსული პოლიტიკური ძალების უკანასკნელი პროტესტის უკან ასევე რუსული სპეცსამსახურები დგანან.

“ჩვენ გვაქვს მტკიცებულებები, რომ კორუმპირებული ჯგუფების კოალიციას, რომლებმაც მოლდოვაში ბევრი ფული მოიპარეს, და რუსეთის სპეცსამსახურები, პრორუსული პარტიები მოლდოვაში, ყველას საერთო მიზანი აქვს - მოლდოვის დესტაბილიზება. ისინი მათ სასარგებლოდ იყენებენ სირთულეებს, რომლებიც მოქალაქეებს შეეხო. ჩვენ მტკიცედ ვართ განწყობილი დავიცვათ დემოკრატია”, - თქვა სანდუმ.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს