ჩრდილოეთ კორეამ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, რის გამოც სამხრეთ კორეის კუნძულზე საჰაერო განგაში გამოცხადდა

ჩრდილოეთ კორეამ დღეს მინიმუმ 10 ბალისტიკური რაკეტა გაუშვა, - ინფორმაციას მედია საშუალებები განაცხადა სამხრეთ კორეის სამხედრო უწყების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებენ.

მათივე ინფორმაციით, რაკეტების გაშვების გამო სამხრეთ კორეის კუნძულ ულეუნგზე საჰაერო თავდასხმის მაუწყებელი განგაში გამოცხადდა. სამხრეთ კორეის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ ერთ-ერთი რაკეტა ქვეყნის სანაპირო ზოლიდან აღმოსავლეთით სულ რაღაც 57 კილომეტრში ჩამოვარდა.

„ჩრდილოეთ კორეის რაკეტის გაშვება ძალიან უჩვეულო და მიუღებელია, რადგან ის პირველად დაეცა სამხრეთ კორეის ტერიტორიულ წყლებთან ახლოს „ჩრდილოეთის ლიმიტის ხაზის“ სამხრეთით“, - განაცხადა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ოპერაციების დირექტორმა, კანგ შინ-ჩულმა.

აღსანიშნავია, რომ რაკეტების გაშვებამდე რამდენიმე საათის ადრე ფხენიანმა ვაშინგტონსა და სეულს რეგიონში მიმდინარე ერთობლივი სამხედრო წვრთნების შეწყვეტა მოსთხოვა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა