ბრაზილიის პოლიციამ ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ბრაზილიის პოლიციამ ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი  გამოიყენა

ბრაზილიის პოლიციამ პრეზიდენტ ჟაირ ბოლსონაროს მხარდამჭერების დასაშლელად, რომლებაც გზები გააკეტეს, ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

პოლიციამ განაცხადა, რომ მათ 300-ზე მეტი საგზაო ბარიერი მოხსნეს, რომლებიც რიგ შტატებში იყო განთავსებული.

ჟაირ ბოლსონაროს მხარდაჭერებმა საპროტესტო გამოსვლები მას შემდეგ დაიწყეს, რაც ის არჩევნებში მემარცხენე კონკურენტთან, ლუის ინასიო ლულა და სილვასთან დამარცხდა.

შეგახსენებთ, ლულამ ბრაზილიის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში ამომრჩევლების ხმების 50.9% მიიღო, ბოლსონარომ კი - 49.1%.