წინასწარი შედეგების თანახმად, დანიაში მმართველი მემარცხენე-ცენტრისტული ბლოკი ლიდერობს

წინასწარი შედეგების თანახმად, დანიაში გამართულ საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ მეტე ფრედერიკსენის„სოციალ-დემოკრატები“ ლიდერობენ.

მედიის ინფორმაციით, ფრედერიკსენის მემარცხენე ცენტრისტული ალიანსი 179 ადგილიან პარლამენტში 90-91 მანდატის მოპოვებით უმრავლესობას შეინარჩუნებს.

"აღფრთოვანებული და ამაყი ვარ. ჩვენ მივიღეთ არჩევნების საუკეთესო შედეგი ბოლო 20 წლის განმავლობაში", - განუცხადა ფრედერიკსენმა მხარდამჭერებს კოპენჰაგენში.

ცნობისათვის, დანიაში ვადამდელი არჩევნების დანიშვნის აუცილებლობა ე.წ. „წაულების კრიზისმა“ გამოიწვია, რომელმაც დანია მოიცვა მას შემდეგ, რაც მთავრობამ, კოვიდ-19-ის მუტაციური შტამის წარმოქმნის შიშის გამო, 2020 წლის ნოემბერში ქვეყანაში დაახლოებით 15 მილიონი წაულას განადგურების გადაწყვეტილება მიიღო. სასამართლომ გადაწყვეტილება უკანონოდ ცნო და „სოციალ-დემოკრატების“ მხარდამჭერი პარტია მთავრობის დამხობით დაიმუქრა, თუ ახალი არჩევნები არ ჩატარდებოდა.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
ზღაპრული დღე წალკაში – 4 ივლისს KASS LAND-ის ატრაქციონების ახალი პარკი ყველა ბავშვისთვის ღიაა