ნიკა გვარამიას მეუღლე - თუ მოსამართლეები, როგორც ნიკამ ურჩია, თავის სინდისს მოუსმენენ, დღეს ის უნდა გაათავისუფლონ

მოლოდინი კონკრეტულად არაფრის მაქვს - მაინტერესებს ისტორიის რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები, - ამის შესახებ “მთავარი არხის" გენერალური დირექტორის ნიკა გვარამიას მეუღლემ, სოფო ლილუაშვილმა სააპელაციო სასამართლოსთან განაცხადა, სადაც გვარამიას საქმეზე განაჩენი უნდა გამოცხადდეს.

მისივე თქმით, თუკი მოსამართლეები სინდისს მოუსმენენ, ნიკა გვარამია უნდა გაათავისუფლონ.

"ძალიან მნიშვნელოვანი დილაა, არა მხოლოდ ჩემთვის და ნიკასთვის, არამედ ვთვლი, რომ ჩვენი ქვეყნისთვის. გავმეორდები და ვიტყვი, რომ მოლოდინი კონკრეტულად არაფრის მაქვს. ველოდები ყველაფერს და ასევე, ველოდები არაფერს. მაინტერესებს ისტორიის რომელ მხარეს დადგებიან მოსამართლეები. თუ ისინი, როგორც ნიკამ ურჩია, თავის სინდისს მოუსმენენ, დღეს ნიკა უნდა გაათავისუფლონ. ნიკამ აღნიშნა, რომ ის თავისუფლებას კი არ ეძებს, არამედ სამართალს და ეს სამართალი არის ის სამართალი, რომელიც ჩვენ ყველას ერთად წაგვიყვანს დასავლეთისკენ. ამიტომ ვიტყვი, რომ მხოლოდ წინ საბოლოო გამარჯვებამდე," - განაცხადა სოფო ლილუაშვილმა.

შეგახსენებთ, სააპელაციო სასამართლო ნიკა გვარამიას საქმის განაჩენს დღეს გამოაცხადებს. განაჩენის გამოცხადება 11:00 საათზეა ჩანიშნული.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო