გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებების გამოსაძიებლად კომისიის შექმნის მიზნით, დღეს რეზოლუციას უყრის კენჭს

გაერო-ს უშიშროების საბჭო რუსეთის უსაფუძვლო ბრალდებების გამოსაძიებლად კომისიის შექმნის მიზნით, დღეს რეზოლუციას უყრის კენჭს. ამის შესახებ ინფორმაციას საინფორმაციო სააგენტო Associated Press ავრცელებს.

მათივე ცნობით, საუბარია ოფიციალური მოსკოვის ბრალდებებზე, რომ უკრაინა და ამერიკის შეერთებული შტატები „სამხედრო ბიოლოგიურ“ აქტივობას ახორციელებენ, რაც ბიოლოგიური იარაღის გამოყენების აკრძალვასთან დაკავშირებით კონვენციას არღვევს.

როგორც მედიასაშუალება წერს, გასულ კვირას რუსეთმა 310-გვერდიანი დოკუმენტი გაუგზავნა გაერო-ს უშიშროების საბჭოს წევრებს, სადაც აღნიშნავდა, რომ ეს ბიოლოგიური აქტივობა უკრაინაში აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მხარდაჭერით მიმდინარეობს. დოკუმენტი მოიცავდა უშიშროების საბჭოში ოფიციალურ საჩივარს. გაერო-ს აღნიშნულ ორგანოს რუსეთის ბრალდებების გამოსაძიებლად, უფლება აქვს შექმნას კომისია, რომელიც საბჭოს 15 წევრისაგან შედგება.

ცნობისთვის, რუსეთმა უკრაინაში საიდუმლო ამერიკული ბიოლოგიური ომის ლაბორატორიების შესახებ ბრალდება, ქვეყანაში შეჭრიდან მალევე გააჟღერა.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა