გაერო-ს განცხადებით, მარცვლეულით დატვირთული გემების უკრაინიდან მოძრაობა ხვალ განახლდება

გაერო-ს განცხადებით, მარცვლეულით დატვირთული გემების უკრაინიდან მოძრაობა დღეს არ იგეგმება და ის ხუთშაბათს განახლდება. ინფორმაციას „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე მარცვლეულის შეთანხმებაზე გაერო-ს კოორდინატორი, ამირ აბდულა ავრცელებს.

მისივე თქმით, უკრაინიდან მარცვლეულისა და საკვები პროდუქტების ექსპორტი უნდა გაგრძელდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ 2 ნოემბერს, შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის ფარგლებში, გემების მოძრაობა არ იგეგმება, მოლოდინი გვაქვს, რომ დატვირთული გემები ხუთშაბათს გაემგზავრებიან“, - აღნიშნა გაერო-ს კოორდინატორმა, ამირ აბდულამ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა