გედევან ფოფხაძე - ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ნიკა გვარამიას თავისუფლებისთვის - ყველას გთხოვთ, მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და სასამართლოს ეზოში გავმართოთ მიტინგი

პოლიტიკოსი გედევან ფოფხაძე "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეზე განაჩენის გამოცხადების შემდეგ, სააპელაციო სასამართლოს ეზოში აქციის გამართვის მოწოდებით გამოვიდა. მისივე განცხადებით, მოსამართლეებმა გვარამიას პატიმრობაში დატოვებით სისხლისსამართლებრივი დანაშაული ჩაიდინეს.

"ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვიბრძოლოთ ნიკა გვარამიას და საქართველოს თავისუფლებისთვის. ყველას გთხოვთ, სასამართლოს ეზოში მიზანმიმართულად დავარღვიოთ ადმინისტრაციული კოდექსი და გავმართოთ მიტინგი, პროტესტის ნიშნად, ვიდრე ისინი არ აღკვეთენ ამ მიტინგს. არ გვაქვს მორალური უფლება დღეს პროტესტის გარეშე წავიდეთ და სახლში ჩვენს ემოციებთან დავრჩეთ. სათქმელი უნდა ითქვას დღეს ამ ეზოში და არა სხვაგან," - განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

ამ მოწოდების შემდეგ სხვადასხვა ოპოზიციური პარტიების ლიდერებმა მოსამართლეების გადაწყვეტილების შესახებ მედიასთან განცხადებები გააკეთეს. სასამართლოს ეზოში კვლავ რჩებიან პოლიტიკოსები, ნიკა გვარამიას ახლობლები, ოჯახის წევრები.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო