ალეკო ელისაშვილი - ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“ - ან რას მოდიოდა ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა ან რომ დადიოდა, რატომ არ მუშაობდა ან რომ მიდის, რატომ მიდის?

ვაშაძის წასვლა-წამოსვლაზეა ნათქვამი: „გიჟი ქალაქს მიდიოდა, რა მიჰქონდა, რა მოჰქონდაო“, - ასე ეხმიანება „მოქალაქეების“ დეპუტატი ალეკო ელისაშვილი ჟურნალისტებთან „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებას პარლამენტის შესაძლო დატოვების თაობაზე.

ელისაშვილი მიიჩნევს, რომ ვაშაძე „გაუგებარი თამაშით“ არის დაკავებული.

„ან რას მოდიოდა, ან ვინ ეხვეწებოდა, რომ შემოდიოდა, ან რომ დადიოდა, რატომ არ მუშაობდა, ან რომ მიდის, რატომ მიდის? ამ ყველაფერს ხალხი ხომ უყურებს და მათ შეაფასონ ასეთი სიმჩატე ზოგიერთი პოლიტიკოსის. ამდენხანს რომ იჯდა, თუ პარლამენტში რუსეთის სამსახურში ვართ, თავად რას აკეთებდა? თვალები ახლა აეხილა და რუსეთის დამქაშები ახლა ამოიცნო პარლამენტში? ვაშაძე რაღაც გაუგებარი თამაშით არის დაკავებული და ვერ გავიგე, რა უნდა. ევროპა მინდაო და პირდაპირ რომ გეუბნებიან ამაზე იმუშავეო, რეკომენდაციების შესრულებაში არ მონაწილეობს,“ - განაცხადა ელისაშვილმა.

ცნობისათვის, " პალიტრანიუსის" გადაცემა "თავისუფალ სტუდიაში" "სტრატეგია აღმაშენებლის" თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ აღნიშნა, რომ მისი პარტია მზად არის პარლამენტი დატოვოს. "მთავარია ეს არ იყოს ნაადრევი, თუმცა ეს მოხდება, როდესაც ის მოცემულობა დადგება, რომ საზოგადოება შეთანხმდება იმაში, რომ „ქართული ოცნებიდან“ არაფერი გამოვა, რომ ის არის პრორუსული ძალა, რომ კანდიდატის სტატუსი მათთან ერთად არ იქნება. ეს მოცემულობა რომ შედგება, ჩვენი ნაბიჯიც ამის პარალელურად იქნება“, - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო