პარლამენტმა მესამე მოსმენით რეგლამენტში ცვლილებები მიიღო, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში მომზადდა

პარლამენტმა მესამე მოსმენით - 88 ხმით, ერთხმად, რეგლამენტში ცვლილებები მიიღო, რომელიც ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების ფარგლებში მომზადდა.

ცვლილებებით საპარლამენტო კონტროლი, ამ მიმართულებით არსებული საპარლამენტო მექანიზმები უმჯობესდება და რიგი საკითხები ახლებურად წესრიგდება.

უფრო კონკრეტულად, ჯერ კიდევ მოქმედი რეგლამენტით, კომიტეტის თავმჯდომარის მიერ თანამდებობის პირის კომიტეტის სხდომაზე მოწვევის შესახებ მოთხოვნის გაგზავნის ვადა განსაზღვრული არ არის. ცვლილებებით დგინდება, რომ კომიტეტის თავმჯდომარე კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირის მოწვევის თაობაზე მოთხოვნას, ფრაქციის მიმართვიდან ან კომიტეტის მიერ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 3 დღისა გაგზავნის.

გარდა ამისა, რეგლამენტს ახალი პუნქტი ემატება, რომლის მიხედვით, კომიტეტის სხდომაზე თანამდებობის პირების სავალდებულო დასწრების/მოსმენის საკითხს პერიოდულად საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი შეისწავლის.

პარლამენტში ინიცირებული ცვლილებების პროექტის მიხედვით, დეპუტატის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა მცირდება. კერძოდ, პარლამენტის წევრის კითხვაზე პასუხის გაცემის ვადა 15 დღის ნაცვლად, 10 დღით განისაზღვრება. ამასთან, ცვლილება აღნიშნული ვადის გაგრძელების საკითხსაც შეეხება - კერძოდ, რეგლამენტით გათვალისწინებული ვადის გაგრძელება შესაძლებელი იქნება 10 დღით, კითხვის ადრესატის დასაბუთებული წერილობითი მიმართვის საფუძველზე.

იზრდება ინტერპელაციის ჩატარების პერიოდულობა - ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატის პარლამენტში წარდგომის შესაძლებლობა გათვალისწინებული იქნება ყოველთვიურად. ნაცვლად ყოველი მორიგი სესიის განმავლობაში ორჯერ წარდგომისა, ინტერპელაციის წესით შეკითხვის ადრესატი პარლამენტში წარდგება, როგორც წესი, მორიგი სესიის განმავლობაში, ყოველი თვის (გარდა დეკემბრის და ივნისის თვისა) პლენარული სხდომების ბოლო კვირის პარასკევს.

პარლამენტის რეგლამენტში განხორციელებული კიდევ ერთი ცვლილებებით, მთავრობის წევრი ვალდებული ხდება მინისტრის საათის ფარგლებში პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მოხსნებით გამოსვლამდე, პარლამენტს მოხსენება წერილობითი ფორმით 5 დღით ადრე წარუდგინოს.

რეგლამენტში შეტანილი ცვლილებების მიხედვით, ერთ დღეს ორზე მეტი მინისტრის საათის გამართვა იკრძალება.

გაბრიელიუს ლანდსბერგისი - რასაც ჩვენ ახლა ვხედავთ, საქართველოს „სტალინიზაციაა“
ქართული პრესის მიმოხილვა 13.02.2025
ფარხატ მამედოვი - ჯერჯერობით იმის თქმა შეიძლება, რომ ტრამპის ადმინისტრაციას სამხრეთ კავკასიის მიმართ თავისი ინტერესები, მიზნები და ამოცანები არ განუსაზღვრავს
კახა ოქრიაშვილი - თუ ამ ბრძოლაში უკრაინამ ვერ გაიმარჯვა, ეს ამერიკის მარცხი იქნება!
„პროკრედიტ ბანკში“ ქალი მეწარმეების დაფინანსების პროგრამა დაიწყო
ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე გოგონათა და ვაჟთა შორის საუკეთესო სპორტსმენებს, ნოდარ ქუმარიტაშვილის სახელობის ჯილდო გადაეცემა