მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე ისაუბრეს

მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაზე ისაუბრეს

თურქეთისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ და სერგეი ლავროვმა ტელეფონით ისაუბრეს, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

“საუბრისას მათ განიხილეს „მარცვლეულის დერეფნის“ გარშემო ბოლო განვითარებული მოვლენები“, - განაცხადა წყარომ რუსულ სააგენტო Tass-თან საუბრისას.

შეგახსენებთ, რუსეთის თავდაცვის სამინისტრომ გუშინ განცხადა, რომ რუსეთი მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმებაში მონაწილეობას განაახლებს.