გაერო-ს უშიშროების საბჭომ რუსეთის რეზოლუციის პროექტს უკრაინაში ამერიკული „სამხედრო ბიოლაბორატორიების“ შესახებ მხარი არ დაუჭირა

გაერო-ს უშიშროების საბჭომ მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციის პროექტს „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

მედიის ინფორმაციით, პროექტს მხარი დაუჭირეს რუსეთმა და ჩინეთმა, ათმა არამუდმივმა წევრმა - ირლანდიამ, ნორვეგიამ, ალბანეთმა, ინდოეთმა, ბრაზილიამ, მექსიკამ, კენიამ, განამ, გაბონმა და არაბეთის გაერთიანებული საემიროებმა კი თავი შეიკავეს.

მანამდე რუსეთმა უშიშროების საბჭოში შეიტანა რეზოლუციის პროექტი კომისიის შექმნის შესახებ, რომელსაც უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობა უნდა გამოეძიებია.

აღსანიშნავია, რომ ჯერ კიდევ მარტში, რუსეთის დელეგაციამ გაერო-ს უშიშროების საბჭოს საგანგებო სხდომა მოიწვია და „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიური აქტივობების შესახებ“ ინფორმაცია მიაწოდა.

გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ქართული პრესის მიმოხილვა 22.04.2024
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა