გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილე - რუსეთი იმედგაცრუებულია უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებით, რომელმაც უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობაზე გამოძიების ჩატარებას მხარი არ დაუჭირა

რუსეთი უკიდურესად იმედგაცრუებულია იმით, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭომ არ მიიღო რეზოლუციის პროექტი უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობის გამოძიების შესახებ, - ასე ეხმაურება გაერო-ში რუსეთის მუდმივი წარმომადგენლის პირველი მოადგილე, დიმიტრი პოლიანსკი გაერო-ს უშიშროების საბჭოს გადაწყვეტილებას, რომელმაც მხარი არ დაუჭირა რუსეთის რეზოლუციის პროექტს „უკრაინის ტერიტორიაზე აშშ-ის სამხედრო ბიოლოგიურ აქტივობასთან“ დაკავშირებით საგამოძიებო კომისიის შექმნის შესახებ.

„ჩვენ უკიდურესად იმედგაცრუებულები ვართ იმ ფაქტით, რომ საბჭომ ვერ გამოიყენა ბიოლოგიური და ტოქსინური იარაღის კონვენციის მექანიზმი. მასში ნათქვამია, რომ კონვენციის თითოეული წევრი ქვეყანა ვალდებულია ითანამშრომლოს ნებისმიერ გამოძიებასთან, რომელიც შეიძლება განხორციელდეს უშიშროების საბჭოს მიერ გაერო-ს წესდების დებულებების შესაბამისად, საბჭოს მიერ მიღებული საჩივრის საფუძველზე“, - განაცხადა დიმიტრი პოლიანსკიმ კენჭისყრის შემდეგ.

მისივე თქმით, „მოსკოვი გააგრძელებს ძალისხმევას უკრაინაში აშშ-ის ბიოლოგიური ლაბორატორიების საქმიანობასთან დაკავშირებული ყველა ფაქტის დასადგენად, მიუხედავად იმისა, რომ გაერო-ს უშიშროების საბჭო არ მიესალმა ასეთი გამოძიების ჩატარების იდეას“.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა