სტრასბურგის სასამართლო დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ე.წ. ციანიდის საქმეზე მსჯავრდებულ დეკანოზ გიორგი მამალაძის საჩივარზე გადაწყვეტილებას დღეს მიიღებს.

გადაწყვეტილება თბილისის დროით, დაახლოებით, 12:00 საათზე გახდება ცნობილი.

დეკანოზის ერთ-ერთი ადვოკატის, დავით ჯანდიერის საჩივარი სტრასბურგის სასამართლოში 3 წლის წინ გაიგზავნა, სწორედ, ეს დრო დასჭირდა საქმის განხილვას.

ადვოკატი კონვენციის მე-6 (საქმის სამართლიანი განხილვის უფლება) სავარაუდო დარღვევას ასაჩივრებდა.

ცნობისთვის, დეკანოზ გიორგი მამალაძე თბილისის აეროპორტში 2017 წლის 10 თებერვალს დააკავეს. ის სამივე ინსტანციის სასამართლომ შურისძიების მოტივით „ციანიდის“ გამოყენებით შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებაში ცნო დამნაშავედ და 9- წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. აღნიშნული სასჯელიდან მამალაძეს 5 წელი მოხდილი აქვს.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო