ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკასთან მემორანდუმი გაფორმდა

მიმდინარე წლის 2 ნოემბერს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და ა(ა)იპ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა - „საქართველოს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ინფორმაციას ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, აღნიშნული მემორანდუმის საფუძველზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახური და ლაიონსების თვალის დიაბეტური კლინიკა- „საქართველო“ თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ საქართველოში მცხოვრებ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანთა მხედველობის პრობლემების იდენტიფიცირებასა და მათ გადაჭრასთან დაკავშირებით.

„კერძოდ, კლინიკა გამოთქვამს მზადყოფნას, უზრუნველყოს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ კლინიკაში გაგზავნილ ვეტერანთა უფასო პირველადი ოფთალმოლოგიური კვლევები: მხედველობის სიმახვილის გამოკვლევა (ვიზომეტრია), სათვალის შერჩევა, თვალშიდა წნევის გაზომვა (ტონომეტრია), ნაპრალოვანი სანათით დიაგნოსტიკა (ბიომიკროსკოპია), თვალის ფსკერის დათვალიერება და დიაგნოსტიკა, ოფთალმოლოგის კონსულტაცია და მკურნალობის დანიშვნა, ენდოკრინოლოგის კონსულტაცია, სისხლში გლიკემიის განსაზღვრა. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანთა ოჯახის წევრების მომსახურებას, კლინიკა განახორციელებს 50%-ანი ფასდაკლებით.

მემორანდუმის პირობების თანახმად, ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინკა-საქართველოში პაციენტთა მიღება იწარმოებს კლინიკის საკონტაქტო ტელეფონის მეშვეობით წინასწარი ჩაწერის საფუძველზე: + (995 32) 2 24 01 14

მემორანდუმს, ხელი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ და ა(ა)იპ ლაიონსების თვალის დიაბეტურ კლინიკა-საქართველოს გენერალურმა დირექტორმა, ნინო კარანაძემ მოაწერეს.

მემორანდუმი ძალაში შედის მხარეთა მიერ მისი ხელმოწერის დღიდან და მოქმედებს 1 წლის განმავლობაში“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა