ქეთევან ჩაჩავა - რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ მას, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, მათ შორის, ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ სხვა

რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ იმას, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, მათ შორის ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ ნებისმიერი სხვა,- ამის შესახებ სახალხო დამცველობის კანდიდატმა ქეთევან ჩაჩავამ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის სხდომაზე განაცხადა, როდესაც უპასუხა დეპუტატ ნატო ჩხეიძის კითხვას, რამდენად გაითვალისწინებს ომბუდსმენად არჩევის შემთხვევაში „ქართული ოცნების“ კრიტიკას ნინო ლომჯარიასადმი, რომ 1 წელში მიხეილ სააკაშვილი 6-ჯერ მოინახულა.

როგორც კანდიდატმა აღნიშნა, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეტი ჩართულობა მისთვის მნიშვნელოვანი იქნება.

„სახალხო დამცველის მნიშვნელოვანი ფუნქცია პენიტენციური დაწესებულების მონიტორინგია. რა თქმა უნდა, ყველგან, სადაც საჭირო იქნება სახალხო დამცველი და რამდენჯერაც საჭირო იქნება, იმდენჯერ მოვინახულებ, ვისაც საჭიროდ ჩავთვლი, მათ შორის ეს იქნება მიხეილ სააკაშვილი, ნიკა გვარამია თუ ნებისმიერი სხვა.

არცერთი სახალხო დამცველის შეფასებებში არ შევდივარ, მაგრამ მე, როგორც ადამიანს, პენიტენციურ დაწესებულებებთან მქონია შეხება და მინახავს, რამდენად მნიშვნელოვანია მათთვის კომუნიკაცია. დარწმუნებული ვარ, როდესაც საქმე ეხება სახალხო დამცველს და მის აპარატს, კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ეს ინტერაქცია. ამიტომ, ჩემთვის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მეტი ჩართულობა მნიშვნელოვანი იქნება“,- განაცხადა ქეთევან ჩაჩავამ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო