პროკურატურამ „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტზე 6 პირს ბრალი წარუდგინა

საქართველოს პროკურატურამ, „კანონიერი ქურდობის“, „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერისა და დიდი ოდენობით ქონების გამოძალვის ფაქტებზე 6 პირს ბრალდება წარუდგინა.

როგორც „ინტერპრესნიუსს“ პროკურატურიდან აცნობეს, შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, მონაწილეობას იღებდნენ ,,ქურდულ გარჩევებში“ და გამოხატავდნენ მზადყოფნას ორგანიზება გაეწიათ „ქურდული შეკრებების“ და „ქურდული გარჩევების“ მოწყობისთვის, განიხილავდნენ ქურდული საერთოს შესავსები თანხების მოსაპოვებელ საკითხებს; საკუთარი კრიმინალური ავტორიტეტის გამოყენებით, ფსიქოლოგიური ზეწოლით, ცდილობდნენ მიეღოთ ფინანსური სარგებელი და მოეპოვებინათ ძალაუფლება და გავლენა.

„ასევე, ბრალდებულები, საქართველოს სხვადასხვა ტერიტორიაზე, თავისი კრიმინალური გავლენების გამოყენებით, ქონებრივი სარგებლის მისაღებად, აგრეთვე, სხვისთვის უპირატესობისა და ძალაუფლება-გავლენის მოპოვების მიზნით, ერთვებოდნენ სხვადასხვა პირებს შორის წარმოშობილი კონფლიქტებისა თუ მატერიალურ საკითხებთან დაკავშირებული დავების გადაწყვეტაში, რითაც ხელს უწყობდნენ „ქურდული სამყაროს“ საქმიანობას.

ჩატარებული გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ერთ-ერთი ბრალდებული საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი „კანონიერი ქურდი“ ქონებრივი სარგებლის მისაღებად, თავისი კრიმინალური გავლენის გამოყენებით, მართავდა და ორგანიზებას უწევდა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდამჭერ პირებს, რომელთა მეშვეობით, სატელეფონო კომუნიკაციის გზით, დაზარალებულს, მისი და მისი ოჯახის წევრების სიცოცხლის მოსპობის მუქარით, დიდი ოდენობით თანხებს სთხოვდა.

მათ ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223 პრიმა მუხლის პირველი („ქურდული სამყაროს“ წევრობა), მეორე ნაწილებით („კანონიერი ქურდობა“), 223 ტერცია მუხლის მეორე ნაწილით („ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა) და 181-ე მუხლის მეორე ნაწილის „გ“ (გამოძალვა დიდი ოდენობით, ქონების მიღების მიზნით) ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამიდან თხუთმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, სასამართლომ ბრალდებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.

სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

არეგ კოჩინიანი - „ზანგეზურის კორიდორის“ საკითხში მოსკოვის პოზიცია აღმოჩნდა საკვანძო, რის გამოც არა მარტო გართულდა სომხეთ-რუსეთის ურთიერთობები, არამედ სომხეთმა თავის საგარეო პოლიტიკაში სერიოზული კორექტივები შეიტანა
ქართული პრესის მიმოხილვა 11.04.2024
მირიან მირიანაშვილი - ივანიშვილი რუსეთის დაშოშმინებას ცდილობს, კანონის მიღება ხელს არ შეუშლის საქართველოს ევროპისკენ სვლას, რადგან დასავლეთის ინტერესშია საქართველოს ევროკავშირის წევრობა
ცოდნა და გამოცდილება, რომელსაც საქართველო მსოფლიოს უზიარებს - რას საქმიანობს გიორგი ელიავას სახელობის ბაქტერიოფაგიის ინსტიტუტი დღეს?
გაიცანით კომპანია, რომელიც პროექტის „კოდინგის სკოლა 1500 ქალისთვის“ ბენეფიციარებისთვის დასაქმების შესაძლებლობებს ქმნის
ციფრული მარკეტინგი - მომავლის პროფესია
ალტე უნივერსიტეტის მიერ ორგანიზებული გლობალური ჰაკათონი - „Teens in AI 2024“ დასრულდა
მსოფლიო ბესტსელერი ფრანგული ბრენდები ფარმსახლის სააფთიაქო ქსელშია
„SOCAR Team“ ტურნირი „პეტრას განძის“ გამარჯვებული გახდა
იგრძენი გაზაფხული – იცხოვრეთ ალერგიის გარეშე