პროკურატურა -  სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა,რომ გიორგი მამალაძის საქმეზე მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ბრალეულობის საკითხი ეჭვქვეშ არ დაუყენებია

სტრასბურგის სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ძირითად ნაწილში მისი ბრალეულობის სტატუსი დაადასტურა და იგივე დატოვა. უფრო მეტიც, ევროსასამართლომ დაადგინა, რომ მტკიცებულებები სწორად იყო მოპოვებული და ასევე, ამ მტკიცებულებების მის წინააღმდეგ გამოყენების პროცედურა არ იყო ხარვეზიანი, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გიორგი მამალაძის საქმეზე, „მამალაძე საქართველოს წინააღმდეგ“ გამოტანილ განაჩენთან დაკავშირებით განუცხადეს.

მათივე ცნობით, სასამართლომ გიორგი მამალაძის სარჩელზე ორი დარღვევა დადგინა, რაც საჯარო მოხელეების მხრიდან უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევასა და სასამართლო პროცესის დახურვასთან არის დაკავშირებული.

"შესაბამისად, გიორგი მამალაძის ბრალეულობასთან დაკავშირებით არავითარი კითხვის ნიშნები არ არსებობს. გარდა ამისა, როგორც ევროსასამართლო ასკვნის, კონვენციის მე-6 მუხლის 1-ელი პუნქტი არ დარღვეულა, რაც გულისხმობს გამოძიების პროცესში სამხილების მოპოვებასა და გამოყენებას. რაც შეეხება დარღვევებს, შესაბამისი უწყებები საჭიროების შემთხვევაში სათანადო რეაგირებას მოახდენენ. ამასთან ერთად, მამალაძეს მორალური ზიანის ანაზღაურებაზე უარი ეთქვა, ხოლო კომპენსაციის სახით მოთხოვნილი დაახლოებით 800 000 ლარის ნაცვლად სახელმწიფოს 9 000 ლარის გადახდა დააკისრა", - განუცხადეს "ინტერპრესნიუსს" პროკურატურაში.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო