ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა

ირანში სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის მორიგი დაპირისპირება მოხდა.

არეულობა თეირანთან ახლოს სამგლოვიარო აქციაზე დაიწყო, რომლის მონაწილეებიც პოლიციელების მიერ მოკლული ახალგაზრდა ქალის, ნადის ნაჯაფის სიკვდილის მე-40 დღეს აღნიშნავდნენ.

მედიის ინფორმაციით, დაპირისპირება მას შემდეგ მოხდა, რაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ სასაფლაო დაკეტა და მოქალაქეებს ნაჯაფის საფლავთან მისვლა შეუზღუდა.

სამართალდამცავებმა დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

22 წლის ნადის ნაჯაფი ირანის საპროტესტო აქციების ერთ-ერთი სიმბოლო გახდა. გოგონამ 21 სექტემბერს პლატფორმა „ტიკოტკზე“ განცხადება გაავრცელა, რომ საპროტესტო აქციებს უერთდება, რის შემდეგაც ის რამდენიმე საათში პოლიციამ მოკლა.

მედიის ცნობით, ირანში საპროტესტო აქციების ჩახშობას ამ დროისათვის სულ მცირე 277 ადამიანი, მათ შორის 40 ბავშვი და 24 ქალი ემსხვერპლა.