წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულ უნივერსიტეტში ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად კიბერუსაფრთხოების ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართულმა უნივერსიტეტმა ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან ერთად (NKU) კიბერუსაფრთხოების ერთობლივი, საერთაშორისო, ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა შექმნა.

საქართველოს საპატრიარქოს წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის რექტორის, ირაკლი ბრაჭულის განცხადებით, ამ პროექტის კურსდამთავრებულებს კიბერუსაფრთხოების მაგისტრის ორმაგი ხარისხის დიპლომი მიენიჭება.

,,დღეს, ისტორიული დღეა ჩვენს უნივერსიტეტში, რადგან დღეიდან იწყება კიბერუსაფრთხოების პროფესიონალთა მომზადების ისტორია. აქამდე ამ რანგის სამაგისტრო ხარისხში სწავლების საშუალება საქართველოში არ იყო და დღეიდან ამის საშუალება ჩვენს მოქალაქეებს აქვთ. ეს არის არამარტო საგანმანათლებლო პროექტი, არამედ არის მრავალკულტურული პროექტი, რადგან ხელს შეუწყობს კიბერუსაფრთხოების, კულტურის, ცნობიერების ამაღლებას. ეროვნულ უსაფრთხოებაში და ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან ურთიერთობის განვითარების საქმეში წვრილს შეიტანს”, - განაცხადა ბრაჭულმა.

სრულიად საქართველოს პატრიარქის ილია მეორის სრულუფლებიანი წარმომადგენლის ქართულ უნივერსიტეტში, მეუფე იაკობის თქმით, SANGU კიბერუსაფრთხოების ქართულ-ამერიკულ სამაგისტრო პროგრამაზე 30 მსურველს სწავლას სრულად დაუფინანსებს.

,,პირველ ეტაპზე 30 სტუდენტი სწავლას 9 იანვარს დაიწყებს. ახლა, ვინც განცხადება შემოიტანა, ბედნიერი ხალხია. პირველი 30 პატრიარქის და ჩვენი გადაწყვეტილებით კონკურს გაივლის. ჩვენ გვინდა, რომ ძლიერ საქართველოში იცხოვროთ, არ გარბოდეთ ქვეყნიდან. ამიტომ ეკლესია თავს ვალდებულად თვლის, რომ თავისი სივრცე გამოიყენოს ძლიერი პიროვნებების აღსაზრდელად”, - აღნიშნა მეუფე იაკობმა.

საქართველოში აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განმარტებით, ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ არამხოლოდ პროფესიული შესაძლებლობების განვითარების საშუალება, არამედ ისინი ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას ხელს შეუწყობენ.

,,ეს არის ერთობლივი პროგრამა, რომელიც ხორციელდება ჩრდილოეთ კენტუკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობით. ეს პროგრამა სთავაზობს სტუდენტებს ამერიკულ განათლებას კიბერუსაფრთხოებაში. ამ პროგრამის კურსდამთავრებულებს ექნებათ არა მხოლოდ პროფესიული შესაძლებლობების განვითარების საშუალება, არამედ ისინი ქვეყნის კიბერუსაფრთხოებას ხელს შეუწყობენ. ჩვენ ყველა კარგად ვიცით, რომ კიბერუსაფრთხოება არის ძალიან მნიშვნელოვანი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოებისთვის და ამ თანამშრომლობით ძალიან მოხარულები ვართ”, - განაცხადა დეგნანმა.

ღონისძიებას საქართველოს მთავრობის, სამეცნიერო და საგანმანათლებლო წრეების, დიპლომატიური კორპუსის და საბანკო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო