ხვიჩა კვარაცხელიას ნეაპოლში მანქანა მოპარეს. ინფორმაციას ამის შესახებ იტალიური სპორტული გამოცემა Corriere dello Sport-ი ავრცელებს.
გამოცემის ინფორმაციით, ნეაპოლის ქართველ ფეხბურთელს ავტომობილი მისი სახლიდან მოპარეს, რომელიც ნეაპოლთან ახლოს კუმეში მდებარეობს. მძარცველებმა Mini Countryman-ის მოდელის მანქანა მოიპარეს.
როგორც გამოცემა წერს, აღნიშნულ მომენტში კვარაცხელია სახლში იმყოფებოდა, მაგრამ ვერაფერი შენიშნა.
გამოცემის თანახმად, კვარაცხელიამ უკვე შეიტანა განცხადება პოლიციის განყოფილებაში და დაესწრო დღევანდელ რეგულარულ ვარჯიშს გუნდთან ერთად.